აჭარული ხაჭაპური – ლაზური თუ ბერძნული?

     ზამთარია და ყველა სულმოუთმენლად ველით თოვლს, გვინდა თეთრად გადაპენტილი და მორთულ-მოკაზმული ქალაქი ვიხილოთ,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გვენატრება ზაფხული. ზაფხულზე ფიქრისას კი პირველი რაც გვახსენდება, რა თქმა უნდა, არის ზღვა და აჭარის საზღვაო კურორტები: ქობულეთი, ბათუმი, ურეკი და ა. შ. აჭარის ნებისმიერ კურორტზე ჩასულები კი განურჩევლად ასაკისა და სქესისა ერთ რიტუალს აღვავლენთ, მივირთმევთ აჭარულ ხაჭაპურს.    

ლეგენდები აჭარული ხაჭაპურის წარმომავლობაზე

     ქართველებს მრავალი სახეობის ხაჭაპური გვაქვს: იმერული, მეგრული.. თუმცა მათგან  ყველაზე საინტერესო აჭარულია, რომელსაც თავისი თანამოძმეებისგან უნიკალური ფორმა განასხვავებს.

     მისი წარმომავლობის შესახებ კითხვებს ჩვენს საზოგადოებაში ხშირად არ სვამენ. ალბათ ეს მისმა სახელწოდებამ გამოიწვია, რომელიც ამ კერძს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს- აჭარას მიაკუთვნებს, მაგრამ ნამდვილად აჭარულია კი იგი?

ხაჭაპური მეგრული იმერული აჭარული

     მისი წარმოშობის  შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს :

     პირველი მოსაზრების თანახმად აჭარული ხაჭაპური სულაც არ არის აჭარული. იგი საბერძნეთიდან იღებს სათავეს, აჭარაში კი თურქებმა საბერძნეთის ქალაქების დაპყრობის შემდეგ შემოიტანეს.

     ჩემთვის უფრო სარწმუნო და ლამაზი კი მეორე მოსაზრებაა,ძველად ლაზების უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. მათ, ხაჭაპურისთვის   ნავის ფორმა მიუციათ და შუაგულში კვერცხი დაუხლიათ, რაც სიმბოლურად “ნავში ჩამწყვდეულ მზეს” აღნიშნავდა . 

 აჭარული ხაჭაპურის მომზადება და მისი მირთმევის წეს

     საიდანაც არ უნდა იყოს ის მთავარი მისი საუცხოო გემოა.

    გთავაზობთ აჭარული ხაჭაპურის ტრადიციულ რეცეპტს: პირველ რიგში თქვენ დაგჭირდებათ კარგი განწყობა, რადგან,როგორც კულინარები ირწმუნებიან აჭარულ ხაჭაპურსა  და ადამიანს შორის ძლიერი ემოციური კავშირია . 

მაშ ასე, თუ თქვენ მოიმარაგეთ კერძისთვის საჭირო მთავარი ინგრედიენტი შეგიძლიათ აღარაფერზე იდარდოთ ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ახლ თქვენ მხოლოდ უნდა მოიძიოთ

  • ფქვილი – 100 გრ.
  • წყალი (რძე) – 50 გრ.
  • საფუარი – 2 გრ.
  • ყველის სატენისთვის:
  • ყველი (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრ.
  • კვერცხი – 1–2 ცალი
  • კარაქი – 20 გრ.
  • კბერცხი ფქვილი კარაქი ხაჭო ყველი
  • წყლისა და რძის ნაზავში  მოზილეთ ცომიდაამატეთ საფუარი და მარილი და დაელოდეთ მის გაფუებას. ამასობაში გახეხეთ  ყველიშეგიძლიათ შეურიოთ ხაჭოცგააბრტყელეთ ცომი 2-3 სმ სისქეზე.მიეცით მოგრძო ფორმადაადეთ ყველის გულსართი და გააბრტყელეთცომი ყველზე 2-3 სმით გადმოკეცეთ და ბოლოები მოუკარით.   გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელშიროდესაც გადაკეცილი ნაპირები შეწითლდებაშუაში ჩაახალეთ კვერცხი და 2-3 წუთით შეაბრუნეთ ღუმელშიკვერცხი არ უნდა შეიწვას.                                                                                         და ბოლო შტრიხი, კარაქი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს შესძენს თქვენს ხაჭაპურს

ახლა კი დროა დააგემოვნოთ, კარაქი, ყველი და კვერცხი აურიეთ ერთმნეთში  , მოატეხეთ ხაჭაპურს ყუა ამოაწეთ  მიღებულ მასაში და  გემრიელად მიირთვით.

აჭარული ხაჭაპური

     აჭარული ხაჭაპური, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართული კერძი, განვითარდა და დღეისთვის ის  ცხვება არა მხოლოდ ყველის არამედ ისპანახის, ხორცის, ლობიოს და ბოსტნეულის შიგთავსით.

     დღეისთვის აჭარული ხაჭაპური საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიჭრა და არნახული პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. უცხოელები მას ვიზუალიდან გამომდინარე  “Georgian cheese boat-ს” ანუ ქართულ ყველის ნავს უწოდებენ. იგი იმდენად პოპულარული გახდა რომ მასზე წერენ ისეთი ცნობილი გამოცემები როგორიცაა Nytimes.com , Latimes.com, აჭარულ ხაჭაპურს ვრცელი სტატია ეძღვნება  BBC-ს თრეველ რუბრიკაშიც. სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვრცელდება ვიდეო რგოლები აჭარულ ხაჭაპურზე. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო აღტაცებულია ამ კერძით და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძს, პიცასაც (სტატია პიცაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ) კი უწევს კონკურენციას.

აჭარული ისპანახით აჭარული ლობიანი

   რა ბედნიერებაა, რომ ამ კერძმა აჭარიდან საქართველოს სხვა კუთხეებშიც შეაღწია და ახლა უკვე აღარ არის საჭირო ქალაქიდან და მეტსაც გეტყვით სახლიდან გასვლაც კი, რადგან Menu.ge -ზე წამოდგენილია ყველა ის რესტორანი, კაფე თუ ბარი, სადაც საუცხოო აჭარული ცხვება. ამიტომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ ზაფხულს, შეგიძლიათ ახლავე შეუკვეთოთ უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური და კურიერი სწრაფად მოგართმევთ მას.

 

კომენტარები