დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე, რომელსაც ქართველები ლობიანებით ეგებებიან

ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს სახელობის დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში 17 დეკემბერს აღნიშნავენ. ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის, ხოლო საქართველოში ბარბარობა ერთ-ერთი უძველესი წინასაახალწლო დღესასწაულია. ამას თავისი ახსნაც აქვს.

ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები.  მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.

ამიტომაცაა, რომ წმინდა მოწამე ბარბარესა და ძველქართული ღვთაების დღეობა ერთმანეთს ორგანულად შეერწყა და შედეგად მივიღეთ ქართველებისთვის საყვარელი დღესასწაული „ბარბარობა“. ამ დღეს ჩვენს ქვეყანაში ლობიანების ცხობით ხვდებიან. ამ ღვეზელებს მრგვალი, მზის ფორმა აქვს. ლობიანებს აცხობენ ბარბარობისწინა საღამოს. რატომ ლობიანი და არა, მაგალითად, სვანული ხაჭაპური? იმიტომ, რომ ეს დღესასწაული საშობაო მარხვის პერიოდს ემთხვევა და ამერიკიდან შემოტანილი ლობიო ძალიან ორგანულად მოერგო ქართულ ყოფას. ამდენად, ვისაც ცხობა არ ეხერხება ან არ სცალია, თავისუფლად შეუძლია უგემრიელესი ლობიანი Menu.ge-ს პარტნიორ 200-მდე რესტორანში, კაფესა თუ საცხობში შეუკვეთოს და ჩვენი კომპანიის ყოჩაღი კურიერი უმოკლეს დროში უგემრიელეს ლობიანს ნებისმიერ ადგილას მოგართმევთ.

აბა, გემრიელად!

 

კომენტარები