ვალენტინობა: აჩუქეთ შეყვარებულებს გულები!

14 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეყვარებულები ერთმანეთს უხსნიან გულებს, ჩუქნიან ყვავილებს, უგზავნიან რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს – „ვალენტინებს“. დიახ, 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღეა, ან უბრალოდ – ვალენტინობა. ამ დღეს ყველა შეყვარებულის დღესაც უწოდებენ. ეს არა რელიგიური, არამედ უბრალოდ, შეყვარებულთა დღესასწაულია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დღეს ადამიანები ცდილობენ, შეყვარებულს კიდევ ერთხელ აუხსნან სიყვარული, თან რაც შეიძლება ორიგინალურად და ლამაზად.

კონკრეტულად, რა ხდება 14 თებერვალს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში? ლეგენდის თანახმად, ამ დღის აღნიშვნა სათავეს იტალიიდან იღებს, სადაც ვალენტინობას გაზაფხულისა და სიყვარულის დღეს უწოდებდნენ. ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გარეთ, სუფთა ჰაერზე ტარდებოდა – შეყვარებულები მთელი დღე ხელგადახვეულები დადიოდნენ და ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ. ტურინში, მაგალითად, წყვილი თავისი ნიშნობის შესახებ სახალხოდ სწორედ ყველა შეყვარებულის დღეს აცხადებს – ეს უძველესი ტრადიცია დღესაც აქტუალურია. დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში მაღაზიებს კანფეტებით რთავენ. აპენინებზე სწამთ, რომ რაც მეტ ტკბილ კანფეტს აჩუქებ შეყვარებულს, მით უფრო მტკიცე იქნება სიყვარული. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ იტალიაში შეყვარებულთა ურთიერთობებში „კანფეტების პერიოდის“ ცნება არსებობს – როცა სიყვარული საზღვრებს ცდება. 14 თებერვალს შეყვარებული წყვილები აწყობენ რომანტიკულ ვახშამს რესტორანში ან პიცერიაში – პიცასაც კი არა მრგვალი, არამედ გულის ფორმა აქვს. კანფეტების გარდა, ამ დღეს მიღებულია ვარდების, სუნამოს, შოკოლადისა და ბრილიანტების ჩუქება.

იტალიაში კიდევ ერთი ძალზე პოპულარული საჩუქარია Baci Perugina – შოკოლადით დაფარული გარჩეული თხილი. თითოეულ ასეთ თხილში იმალება მოკლე გზავნილი, რომელშიც  წერია გამონათქვამი სიყვარულის თემაზე.

სიყვარულის ქალაქად წოდებულ პარიზში საგანგებოდ ამ დღისთვის ამონტაჟებენ ელექტრონულ ტაბლოებს, რომლებზეც შეყვარებულებს გრძნობების სიტყვებით გადმოცემა შეუძლიათ. ვნებიან ფრანგებში ვალენტინობა-დღეს ძვირფასეულობისა და საიუველირო ნაკეთობების ჩუქებაა მიღებული.

რომანტიკულ დანიაში შეყვარებულები ერთმანეთს გამხმარ თეთრ ყვავილებს უგზავნიან, ძირითადად – ვარდებს.

აი, ბრიტანეთში კი, გასათხოვარი გოგონები 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე იღვიძებენ, დგებიან ფანჯარასთან და აკვირდებიან გამვლელ ვაჟებს. ბევრს სჯერა, რომ პირველივე, ვისაც დაინახავენ, არის მისი მომავალი მეორე ნახევარი. გაგიკვირდებათ და, ეს ლეგენდა ახლაც ძალაშია, თუმცა დღეს მას ხუმრობის ელფერი დაჰკრავს. ინგლისში ვალენტინობაზე პოპულარულ საჩუქრებად მიიჩნევა გულის ფორმის ტკბილეული, რბილი სათამაშოები, ბრიტანეთში განსაკუთრებულად პოპულარული და საყვარელი რბილი დათუნია ტედი და, რა თქმა უნდა, ვალენტინობის უცვლელი ატრიბუტი – ღია ბარათები-ვალენტინები.

სხვათა შორის, ყველაზე ძველი ასეთი ღია ბარათი-ვალენტინი აღმოაჩინეს ინგლისის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. ის 1477 წელს დაიწერა. სასიყვარულო გზავნილში ქალიშვილი თხოვს ჭაბუკს სიყვარულის დამტკიცებას და საპასუხოდ ჰპირდება, რომ ყველაფერს იზამს, რათა დედისგან სოლიდური მზითვები მიიღოს.

ავსტრიაში წმინდა ვალენტინის დღეს შეყვარებული და დაოჯახებულებიც კი, მიემგზავრებიან პატარა და ძალიან სტუმართმოყვარე ქალაქ კრუმბახში, რომელიც მეზობელ ბავარიაში, მიუნხენთან ახლოს მდებარეობს. მრავალ შეყვარებულ წყვილს სურს იქ მოხვედრა, რადგან სწორედ კრუმბახშია წმინდა ვალენტინის სახელზე აგებული ტაძარი. ოდესღაც ტერნიელი ეპისკოპოსი ჯვრისწერის ცერემონიისას შეყვარებულ წყვილს ულამაზესი ყვავილების თაიგულებს ჩუქნიდა. ახლა კი პირიქითაა – შეყვარებულებს მიაქვთ ყვავილები წმინდა ვალენტინის ტაძარში.

ავსტრიაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა ტრადიცია: მამაკაცები ყველა შეყვარებულის დღეს თავის ქალებს ულამაზეს ყვავილებს ჩუქნიან. ტრადიციის თანახმად, ყვავილები ფრთხილად და დაფიქრებით უნდა შეირჩეს – თაიგულში ის ყვავილები უნდა იყოს, რომლის სურნელი „მეორე ნახევარს“ ყველაზე მეტად უყვარს.

ავსტრიელი მამაკაცები და ბავშვები ამ დღეს უსაჩუქროდ რჩებიან, ყურადღების ცენტრში მხოლოდ ქალები არიან. ვალენტინობა ავსტრიაში ქალთა დღეა და ყვავილების გარდა ისინი შოკოლადის კანფეტებით და სამკაულებით საჩუქრდებიან. აქაც აუცილებელია გულის ფორმის სასიყვაულო ბარათი-ვალენტინი. თუმცა, ყვავილები მაინც მთავარია.

ჰოლანდიაში გასათხოვარი გოგონები ამ დღეს მთელი წელი ელიან, რადგან 14 თებერვალი სწორედ ის დღეა, როცა გოგონას თავადაც შეუძლია შეყვარებულის ხელის თხოვნა და ამისთვის მას არავინ უსაყვედურებს. თუ რჩეულმა ჭაბუკმა თანხმობა თქვა, მაშინ მან საცოლეს უნდა აჩუქოს ლამაზი აბრეშუმის კაბა.

იაპონიის პატარა ქალაქ ტოის მაცხოვრებლები კი წმინდა ვალენტინის სახელობის „სიყვარულის კარნავალს“ მართავენ. ქუჩებში შეყვარებული წყვილები დადიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო ხმამაღლა აუხსნის სიყვარულს თავის გულისსწორს. კარნავალი დილით ადრე იწყება და გვიან ღამით მთავრდება. იაპონიაში სხვა მეტად ორიგინალური წესიცაა დამკვიდრებული – 14 თებერვალს შეყვარებულებს თავისი გრძნობები ქაღალდზე გადააქვთ და ეს წერილები იგზავნება სპეციალური ფოსტით. განსაკუთრებულობა იმაშია, რომ წერილი ადრესატამდე ერთი წლის შემდეგ, ასევე 14 თებერვალს მივა.

…და, რასაკვირველია, იაპონიაშიც, ამ დღეს ერთმანეთს გულის ფორმის ტკბილეულს ჩუქნიან. წმინდა ვალენტინის დღეს ამომავალი მზის ქვეყანაში ასეთი კონფიგურაციის შოკოლადის ტორტებისა და ნამცხვრების სარეკორდო რაოდენობა იყიდება.

აშშ-სა და კანადაში წმინდა ვალენტინის დღე მასშტაბურად აღინიშნება. ამერიკაში ყველა შეყვარებულის დღე 1777 წელს „შემოვიდა“ – ბევრად გვიან, ვიდრე ევროპაში. გასული საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა მამაკაცების მიერ საცოლეებისთვის გულის ფორმის ტკბილეულის გაგზავნის წესი დამკვიდრდა. მოგვიანებით ვიღაცას აზრად მოუვიდა ამ ტკბილეულის გულის ფორმის ლამაზ მუყაოს კოლოფებში მოთავსება.

აი, საუდის არაბეთი კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს დღესასწაული ოფიციალურადაა აკრძალული.

საქართველოში, ცხადია, ასეთი აკრძალვა არ არსებობს. უფრო მეტიც – ჩვენს ქვეყანაში ოპერირებს კომპანია menu.ge, რომელიც შეუცვლელია ვალენტინობის დღეს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ყველა შეყვარებულის დღისადმი მიძღვნილი „ვალენტინობის შეთავაზება“. ძნელი წარმოსადგენია, როგორი სიხარულის მინიჭება შეიძლება შეყვარებულისთვის ამ შეთავაზების გამოყენების გზით. აბსოლუტურად ფანტასტიკური ყვავილები, სასიყვარულო თაიგულები ბუშტებითა და ვალენტინებით (ღია ბარათებით), გულის ფორმის ტკბილეული, პიცა, ხილისა და შოკოლადისგან შექმნილი სრულიად წარმოუდგენელი თაიგულები! რასაც ამ შეთავაზებაში იხილავთ, ცოტა არ იყოს, რეალობის ფარგლებს ცდება. შეუკვეთეთ, დანარჩენი საქართველოში უსწრაფესი კურიერების საქმეა. ჩაფიქრებული ეფექტი გარანტირებულია!

მაშ ასე, ვალენტინობისთვის სრული მობილიზება გამოცხადებულია! გიყვარდეთ ერთმანეთი!!!

კომენტარები