ინდური სამზარეულოს სიდიადე და ბრწყინვალება (ეპიზოდი I)

ერთობ არასერიოზულია რომელიმე ქვეყნის კულინარიაზე მსჯელობა ერთი კონკრეტული რესტორნის მენიუს გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენთაგანი არ ცნობს ინდურ სამზარეულოს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში საერთოდ არ ფიგურირებს საქონლის ხორცი და ის მეტისმეტად გაჯერებულია სხვადასხვა სანელებლით. ინდური კერძების ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ, რადგან ინდურზე მრავალფეროვანი კულინარიის მოძიება ამ დარგის ნებისმიერ სპეციალისტს გაუჭირდება. თუ თქვენს უახლოეს გეგმებში ამ შესანიშნავ ქვეყანაში სტუმრობა არ შედის, ინდურ სამზარეულოსთან გაცნობა Menu.ge-ს ამ ბლოგ-პოსტთან გაცნობის გზით შეგიძლიათ, რომელშიც ვეცადეთ ყველა დეტალზე მოგვეთხრო.
თავდაპირველად იმაში გავერკვეთ, თუ როგორ წარმოიქმნა ამგვარი კულინარიული მრავალფეროვნება. ინდოეთის კულინარიაზე ტოპოგრაფიულ, კლიმატურ და სასოფლო-სამეურნეო მახასიათებლებთან ერთად გავლენა ისეთმა ფაქტორებმაც მოახდინეს, როგორიც ისტორიული დამპყრობლები და ვაჭრები არიან, ასევე კვების შეზღუდვებმა ინდუიზმის მიმდევრებში. არც ტრადიციული ინდური მედიცინის ადგილობრივ მოსახლეობაზე 5000 წლიან პრაქტიკას დავივიწყებთ, რომელმაც უთუოდ შეიტანა სიჯანსაღის ელემენტები ინდურ სამზარეულოში.

თანამედროვე ინდური კულინარიის ფორმირება XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო, რაზეც გავლენა ამ ტერიტორიაზე ზოგიერთი პროდუქტის შემოტანამ მოახდინა. მაგალითად, მონღოლმა მომთაბარეებმა სპარსული ინგრედიენტები შემოიტანეს – რძის პროდუქტები, ზოგიერთი სანელებელი და ხორცის ბრინჯთან და ნიგოზთან ერთად მომზადების წესი. პორტუგალიელებმა ინდოეთს აჩუქეს წიწაკა ჩილი, პომიდორი, კარტოფილი, ყველი, თეთრი ფქვილი და ძმარი, არაბებმა – ფერულას სუნელი და ყავა, ხოლო ინგლისელებმა ინდოეთში ჩაის სმის ტრადიცია დანერგეს და მოარული ხმების თანახმად, ლეგენდრული ქათამი ტიკა მასალას შექმნაშიც შეიტანეს წვლილი.
როგორც ცნობილია, ინდოეთის მოსახლეობის 1/3 ვეგეტარიანელია, რამაც ადგილობრივ სამზარეულოზე ასევე იმოქმედა. ეს დაკავშირებულია უკვე ხსენებულ მედიცინასა და რელიგიური მიმართულებების – ინდუიზმის, ბუდიზმისა და ჯაინიზმის მიმდევართა დიეტურ შეზღუდვებთან. ეს უკანასკნელები, თავისმხრივ, აქტიურად ქადაგებენ ლაქტო-ვეგეტარიანობას, რომელიც გულისხმობს რძის პროდუქტების ფართო მოხმარებასა და ხორცის სრულ აკრძალვას.

ინდოეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ასე თუ ისე დაკავშირებულია ბრინჯის წარმოებასთან. ეს პროდუქტი აქ აბსოლუტურად ყველგან შეგხვდებათ – წვნიანიდან დესერტამდე. ასევე პოპულარულია ბრინჯისა და პარკოსნების (ლობიოს, ბარდის, ოსპისა და მუხუდოს) ერთად მირთმევა. ბრინჯის ორგანიზმზე მისი დადებითი ზემოქმედება აღწერილია ინდურ ხალხურ მედიცინაში ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ.
თუკი ინდური სანელებლების მრავალფეროვნებაში გარკვევა ასე თუ ისე შესაძლებელია, საკვების საკმაზთან ხუმრობა არ ღირს და აქ საქმეში ჩახედული ხალხის კონსულტაციაა აუცილებელი. საქმე ისაა, რომ ინდოეთში სუნელებისგან შემდგარი საკმაზის შემადგენლობა, როგორც ყველა შტატშია განსხვავებული, ისე ყველა რესტორანსა და კერძში.
ამდენად თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომელსაც Menu.ge გთავაზობთ – დააგემოვნოთ უნიკალური კერძები რომელიც კომპანიის 12 პარტნიორ რესტორანში მზადდება. თქვენ გელით დაუვიწყარი სიამოვნება.
აბა, გემრიელად!

კომენტარები