ინდური სამზარეულოს სიდიადე და ბრწყინვალება (ეპიზოდი II)

ჩვენი ინდური ბლოგ-პოსტის პირველ ნაწილში გიამბეთ ამ ქვეყანაში კულინარიის ჩამოყალიბების ისტორიისა და ძირითადი საკვები პროდუქტების შესახებ, დღეს კი კერძებზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.
სუნელების გარდა ინდოეთი საყოველთაოდაა ცნობილი თავისი პურით და მისი განსაკუთრებული ტექნოლოგიით. ქვეყანაში პურის სახეობათა მრავალფეროვნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ინდოეთის ბარში პური იჭმევა ნივრითა და სუნელებით მოყრილ ხორცსა და ბოსტნეულთან ერთად. ქვეყნის ჩრდილოეთში თიხის ღუმელებში ხორბლის ფქვილისგან საფუარის დამატებით აცხობენ ფენოვან კვერებს, ხოლო სამხრეთში – პურის უმარილო სახეობებს ბრინჯის ან ოსპის ფქვილისგან.
ახლა გავლენებზეც: გოამ და კერალამ 4 საუკუნე პორტუგალიის კოლონიებად გაატარეს, რამაც ამ ადგილების კულინარიულ თვისებებს თავისი დაღი დაასვა. ამ შტატების დღევანდელ მენიუებში შეინიშნება კათოლიკური, ინდუისტური და ბუდისტური ტრადიციების ეგზოტიკური ნაზავი. ასე, მაგალითად ორი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი კერძია ვინდალუ – სანელებლებით შეკმაზული ღორის ხორცი ნივრითა და ძმრით, ასევე კსაკუტი კარი – ქათამი ან ბატკანი წითელი ჩილითა და ყაყაჩოს თეთრი თესლებით.

რათა თავი დიდი ინდური ოჯახის წევრად იგრძნოთ, უხმეთ მეგობრებს და Menu.ge საიტის, აპლიკაციის ან უბრალო ზარის მეშვეობით შეუკვეთეთ თხალი. ეს კერძი შედგება მოხარშული ბრინჯის სოლიდური პორციისგან, რომელიც მოთავსებულია მოზრდილი ლითონის სინის ცენტრში და გარშემორტყმულია უამრავი ფიალით – მოხარშული ოსპით, ბოსტნეულით, მწნილით, ჩატნის საკმაზით, ჩაპატის პურით, სუნელებიანი ოსპის საკმაზით, კარის წვნიანით, ცხელი ცოუსითა და იოგურტით. ეს უკანასკნელი ჩააქრობს იმ ცეცხლს, რომელსაც დაანთებს ყველა წინამორბედი კერძის დაგემოვნება.
თუმცა ინდური კერძების დაგემოვნებისას ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს სიცხარის ატანის საკუთარი დონე, განსაკუთრებით თუკი საქმე ეხება არატკბილ კერძებს და კიმას (ბატკნის ხორცისგან მომზადებულ კერძს), რომლებიც პოპულარულია დასავლეთ ინდოეთში, ასევე სპეციალური მომზადებაა საჭირო ჩრდილოეთ ინდოეთის კულინარიული ჰიტების – რძის კერძების კაროლიურობასთან გამკლავებისთვის. თუკი ფორმის შენარჩუნებას აპირებთ და ზედმეტი კილოგრამები გაშინებთ, არ გირჩევთ შემდეგი კერძებით ხშირათ „გართობას“ – ქათამი კარაქში, ტანდური და ტიკა მასალა, ასევე კორმასი (კერძი ღორის ხორცისგან).

თავისშეკავებას იმიტომაც გირჩევთ, რომ ინდოეთში თითოეულ სადილს მოყვება სრულიად წარმოუდგენელი დესერტი. მარტო ნაყინი კულფი რად ღირს. ესაა კარამელიზებული შედედებული რძე, რომელიც ცეცხლზე იწვება ნიგვზის პასტასა და ხილის პიურესთან ერთად! მართლაც, ხანდახან სჯობს მთელი დღე იშიმშილო და მხოლოდ ინდური დესერტით დაკმაყოფილდე!
ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, შეგიძლიათ ახლავე შეუკვეთოთ ჩვენი საიტის, მობილური აპლიკაციის ან სატელეფონო ნომერზე დარეკვით. ინდური სამზარეულო ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისი თითოეული კერძი თუნდაც ერთხელ დააგემოვნოთ!
აბა, გემრიელად!

კომენტარები