მიტანის სერვისი: ისტორია და თანამედროვეობა

საკვების ბინაზე მიტანის მომსახურება XX საუკუნის შუაწელს აშშ-ში გაჩნდა. მას შემდეგ ეს სერვისი ძალზე პოპულარული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახდა. მაგრამ რამ განაპირობა მოცემული სექტორის ასეთი განვითარება?

XX საუკუნის 50-იან წლებამდე ადამიანები შინ ამზადებდნენ საკვებს და შინვე საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმობდნენ, ხოლო რესტორნებში დღესასწაულების აღსანიშნავად დადიოდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა კერძების ბინაზე მიტანის მომსახურება. მილიარდობით ადამიანმა ამ მეთოდის მოხერხებულობა მოკლე დროში სათანადოდ შეაფასა და გაითავისა კიდეც. დღეს ბინიდან საკვების შეკვეთა არა მხოლოდ დიდ ქალაქში, საქართველოს საზომით მეგაპოლის თბილისშია შესაძლებელი, არამედ შედარებით პატარა ქალაქებშიც – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში.

როგორ გაჩნდა საკვების ბინაზე მიტანის სერვისი

რესტორნებიდან კლიენტების ბინაზე საკვების მიტანის იდეა აშშ-ში, იტალიელ ემიგრანტთა ტვინებში მომწიფდა. ეს, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში მოხდა. ცხადია, როცა იტალიელებზეა საუბარი, იქ ეჭვიც არაა, რომ ამერიკელებს უპირველესად უსაყვარლესი პიცის შეკვეთის ფუფუნება გაუჩნდათ.

კერძების ბინაზე მიტანის პოპულარიზაცია დაკავშირებულია არა მხოლოდ ამ მომსახურების მოქნილობასთან, არამედ იმ წლებში ამერიკაში სატელეფონო კავშირისა და ტელევიზიის განვითარებასთანაც. ახლომდებარე რესტორანში შეკვეთილი პიცა, ლუდი და ტელევიზორთან გატარებული მრავალი საათი – ესაა იმდროინდელი ამერიკელების უსაყვარლესი სეირი. საჭირო იყო ერთადერთი სატელეფონო ზარი და კურიერს მოჰქონდა ტელევიზორთან შეკრებილი კომპანიისა თუ ოჯახისთვის სამყოფი საჭმელ-სასმელი.

თანდათან ბინაზე არა მხოლოდ პიცის მიტანა დაწესდა, ხალხი მოითხოვდა სუშის, ხორცს, ღვეზელს, ტორტს, ნამცხვარს და ა. შ.. იმის წყალობით, რომ მწარმოებლებმა თავისი პროდუქციის შეფუთვაზეც დაიწყეს ზრუნვა, მომსახურების ამ სფეროს განვითარებამ მანამდე არნახული ტემპი აკრიფა.

მიტანის სერვისი დღეს

დიდი ქალაქის თანამედროვე მაცხოვრებელი საკვებს უკვეთავს არა მხოლოდ შინიდან, არამედ ოფისიდანაც, წინასწარ აფორმებს განაცხადებს დიდ შეკვეთებზე, როცა ახლობლების კომპანიაში პიკნიკზე ან აგარაკზე მიემართება. აქ უამრავი ვარიანტია, მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის არსებობს რესტორნები და კაფეები, საიდანაც menu.ge სასურველ კერძებს ჩვეული პუნქტუალობით მოგაწვდით.

 

თანამედროვე რესტორნებისა და მიწოდების სამსახურების მთავარი კრიტერიუმებია ოპერატიულობა, პროდუქთების მაღალი ხარისხი და ოსტატურად მომზადებული კერძები. სწორედ ამ წესების დაცვა განაპირობებს სერვისის პოპულარობასა და წარმატებას.

კომპანია menu.ge მუშაობს რეჟიმში 24/7, ქვეყანაში უამრავი რესტორანი ფუნქციონირებს ანალოგიური გრაფიკით, ამიტომ დღეს გამორიცხულია, რამე ისურვო და ვერ მიიღო. უფრო მეტიც, ხშირად ხდება, რომ საყვარელ რესტორნამდე მგზავრობის საფასური ბევრად აღემატება 3 ლარს – იმ თანხას, რომლის სანაცვლოდაც კომპანია menu.ge-ს შემკვეთთან ნებისმიერი კერძი უმოკლეს დროში მიაქვს. ანუ, ასე უფრო იაფიც გამოდის!

 

აბა, გემრიელად!

კომენტარები