პიცა – იტალიური შედევრი, რომელმაც დაიპყრო სამყარო

უკვე საკმაო ხანია, პიცამ მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს გასტრონომიაში. დღევანდელ საქართველოში მისი მირთმევა არა მხოლოდ იტალიურ რესტორნებშია შესაძლებელი, არამედ ეს ნოყიერი, გემრიელი და თავისი რეცეპტურით მრავალფეროვანი კერძი შეგიძლიათ დააგემოვნოთ თითქმის ნებისმიერ კაფესა თუ პიცერიაში, ასევე მრავალპროფილიან საცხობებშიც კი – ლობიანებისა და ხაჭაპურების გვერდიგვერდ.  მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ნაცადი ხერხი: შეუკვეთეთ იტალიური სამზარეულოს ეს მარტივი და ამავდროულად უგემრიეესი კერძი Menu.ge-ს 200-მდე პარტნიორ რესტორანში, პიცერიასა თუ საცხობში და ჩვენი კომპანიის “მოპედ მარდი“ კურიერები ამ აპენინურ შედევრს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს დროში მიიტანენ.

რთულია ისეთი ქვეყნის მოძებნა რომელშიც პიცა პოპულარული არ იყოს, მას მთელი პლანეტის მასშტაბით მიირთმევენ – ევროპაშიც, აზიაშიც, აფრიკაშიც, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკშიც და ავსტრალიაშიც. ამიტომ ბუნებრივია, რომ არსებობს ამ საყოველთაოდ აღიარებული კერძის საერთაშორისო დღე – 9 თებერვალი (World Pizza Day).

პიცის არსებობა რამდენიმე საუკუნეს ითვლის და მისი დაბადების ადგილად იტალიის ქალაქი ნეაპოლი მიიჩნევა, მაგრამ ამ წოდებაში მას რომი, ფლორენცია და ვენეციაც ეცილებიან. პირველი პიცერია Antica Pizzeria Port`Alba ნეაპოლში 1738 წელს გაიხსნა და რაც ყველაზე გასაოცარია, ეს დაწესებულება დღემდე არსებობს და მომხმარებელთა დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ლეგენდარული პიცა „მარგარიტას“ შექმნის ისტორია კი XVIII ს-ის მიწურულს უკავშირდება. სიცილიის დედოფალმა მარგარიტამ ისურვა ბრტყელი გლეხური ხმიადების დაგემოვნება, მაგრამ რაკი დიდგვაროვან პერსონებს არ ეკადრებოდათ მარტივი გლეხური საკვების მიღება, მზარეულს დაევალა ხმიადის პომიდვრით, ყველითა და მწვანილით (ყურადღება მიაქციეთ: წითელი, თეთრი და მწვანე – იტალიის დროშის ფერებია)გაფორმება. მიღებულმა შედეგმა დედოფალი ისე აღაფრთოვანა, რომ მან კერძს თავისი სახელი უბოძა. საკუთრივ „პიცა“ კი ლათინური „pinsa“-სგან გამომდინარეობს, რაც ქართულად ხმიადს ნიშნავს.

საინტერესოა, რომ პიცის მირთმევას თავისი კლასიკური წესები აქვს:

  1. მირთმევამდე პიცას საგანგებო დანით – კბილანებიანი რგოლით აუცილებლად ლუწი რაოდენობის ნაჭრად ჭრიან (სულ ცოტა ოთხად);
  2. ხმიადი თავისი „მორთულობითურთ“ შეშის ღუმელიდან აუცილებლად ახალამოღებული უნდა იყოს, ხოლო გამდნარი ყველი მინიმუმ მეტრზე უნდა იწელებოდეს;
  3. პიცას არა მხოლოდ დანა-ჩანგლით მიირთმევენ, არამედ ხელითაც (თუმცა ეს ყველა საკვებ ობიექტზე როდია დაშვებული).

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ კლასიკური პიცა მზადდება უთხელესი ცომისგან, რომელზეც იდება დაჭრილი პომიდორი, იხეხება ყველი პარმეზანი და ამ ყველაფერს ზედ აჭრიან მწვანე რეჰანს – ბაზილიკს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იტალიელები სხვაგვარ პიცას ნამდვილ პიცად არ მიიჩნევენ, იმავე იტალიაში და დანარჩენ მსოფლიოში ამ კერძის უთვალავი ნაირსახეობა არსებობს. სოკოთი, ძეხვით, ბეკონით, შაშხით, ბულგარული წიწაკით, ხახვით, ნივრით, ზეთის ხილითა და ზეთით, თევზით, ხიზილალით, სუშითა და თქვენ წარმოიდგინეთ, ნაყინითაც კი! მოხვედით იშტაზე? მაშ, თამამად! დაუკავშირდით Menu.ge-ს და შეუკვეთეთ სასურველი პიცა ჩვენი კომპანიის საიტის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით.

აბა, გემრიელად!

კომენტარები