ტაილანდური სამზარეულოს პოპულარობის საიდუმლო (ეპიზოდიII)

ჩვენი ტაილანდური ბლოგის მეორე ნაწილში მცირე ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ.

ამ ქვეყნის კულინარიის ფორმირება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხდებოდა. ტერიტორიული სიახლოვის გამო ტაილანდურ სამზარეულოში ინდოეთის მნიშვნელოვანი  გავლენა იგრძნობა. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ინდოეთში ყველა კერძი მზადდება ერბოს, რძისა და სუნელების დამატებით, ხოლო ტაილანდში ეს ინგრედიენტები არ გამოიყენება და ჩანაცვლებულია ქოქოსის რძით, ქოქოსის ზეთით, ლემონ გრასით, სუნელებითა და რეჰანით.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდური სამზარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი – წიწაკა ჩილი ქვეყანაში პორტუგალიელმა მისიონერებმა XVII ს-ში შემოიტანეს. გარდა ამისა სხვადასხვა დროს ადგილობრივი კულინარია გამდიდრდა შემდეგი პროდუქტებით: ოხრახუშით, კარტოფილით, ტკბილი წიწაკით, სტაფილოთი და ტომატებითაც კი.

აი, საკვების ორთქლზე მომზადების წესი კი, ტაილანდელმა მზარეულებმა ჩინეთიდან გადმოიღეს. ასევე ჩინური სამზარეულოდანაა შემოტანილი შეზნექილი ტაფა, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ინგრედიენტი თანაბრად შეიწვას.

ტაილანდური სამზარეულოს მთავარი პროდუქტი კი ბრინჯია, თანაც თითოეულ პროვინციაში ადგილობრივ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას. ბრინჯის იგნორირება არ ღირს მაშინაც კი, როცა ის არ გიყვარს, რადგან ის ერთგვარი ცეცხლმაქრის როლს ასრულებს უცხარესი ტაილანდური კერძების მირთმევისას.

აქვე გთავაზობთ ტაილანდური სამზარეულოს მორიგ ჰიტებს – სალათ სომ-ტუმს და ბლითებს როტი.

  1. სალათი სომ-ტუმი – პაპაიის, პომიდვრისა და მწვანე ლობიოს სიმბიოზი

სომ-ტამი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციების კერძია. იქ მას მიირთმევენ წებოვან ბრინჯთან ერთად, მაშინ როცა დანარჩენ ტაილანდში სომ-ტამი განიხილება როგორც მეორე ხარისხოვანი კერძი ან ძირითადი კერძების წინ მისართმევი სალათი.

ბუნებაში არსებობს სომ-ტამის ორი ნაირსახეობა: გამოყვანილი კრევეტებითა და დამარილებული კიბორჩხალით. ზოგიერთ პროვინციაში ცოცხალ კრევეტებს მირთმევის წინ ცხელ სოუსში აწყობენ, ხოლო კიბორჩხალას არა გარჩეულს არამედ მთლიანს დებენ.

სომ-ტუმის ძირითადი ინგრედიენტებია მწვანე პაპაია, პომიდორი და გრძელი მწვანე ლობიო. პრინციპში მწვანე პაპაიის ჩანაცვლება შეიძლება ნებისმიერი ბოსტნეულით: მწვანე მანგოთი, კიტრით ან ჩვეულებრივი კომბოსტოთი. ზოგან იყენებენ სტაფილოს ან სხვადასხვა ხილსაც კი. მთავარი კი შეკმაზვაა, რომელიც განსაზღვრავს სომ-ტუმის გემოს. საკმაზი მზადდება შემდეგი პროდუქტებისგან: შაქარი, ლაიმი, თევზის სოუსი, დაფხვნილი არაქისი, წიწაკა ჩილი და ნიორი.

  1. ბლითები როტი ტაილანდური სამზარეულოს კიდევ ერთი მარგალიტი

ბლითები ბანანით, მანგოთი, ანანასით შედედებული რძითა და თხევადი შოკოლადით არის ტაილანდის კიდევ ერთი გასტრონომიული სასწაული, რომელიც ენატრება ყველას ვისაც კი დაუგემოვნებია. სინამდვილეში კი როტი არა ტაილანდური ბლითი არამედ ინდური პურია რომელსაც აცხობენ ხორბლის გაუცრელი ფქვილისგან. თვითონ სიტყვა „როტი“ სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც „პური“ ამდენად როტის ერთერთი სახელწოდება „მუსლიმური ბლითები“ საფუძველშივე არასწორია, თუმცა ამ კერძს ზოგჯერ მუსლიმებიც ამზადებენ. ხოლო ყველაზე გემრიელ როტის ამზადებენ ტაილანდის სამხრეთ პროვინციებში – მალაიზიასთან მოსაზღვრე რეგიონებში. როტის ნაირსახეობებს ვერც მოთვლი. თუ ტაილანდში როტი შეგხვდებათ დესერტის სახით ხილით, შოკოლადითა და შედედებული რძით, ხოლო ზოგჯერ ყველით, პომიდვრითა და ხახვით, მალაიზიაში თქვენ მოგიმზადებენ როტი ჩანაის კარით, ქათმის თუ საქონლის ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით.

ამ ყოველივეს კი თბილისის ტაილანდურ, ზოგადად აზიურ რესტორნებში და სწრაფი კვების ობიექტებზე შეხვდებით. თუ იქ მისვლის დრო არ გაქვთ, Menu.ge თქვენს სამსახურშია. ჩვენი კომპანიის გამართული მენეჯმენტი და სწრაფი კურიერები უმალ მოგართმევენ სასურველ ტაილანდურ დელიკატეს. თქვენ ოღონდ ისურვეთ და შეუკვეთეთ ჩვენი საიტის, აპლიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობით.

აბა, გემრიელაად!

კომენტარები