„ვენდი’ს“ – ამერიკული სტანდარტის ქართული გემო

 

თუკი საქართველოში უცებ მოგინდათ, თავი ისე იგრძნოთ, როგორც ამერიკაში, არც დაფიქრდეთ, „ვენდი’ს“-ს ესტუმრეთ. მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უდიდესი სარესტორნო ქსელის ნებისმიერ ქართულ რესტორანში თქვენ გარანტირებულად დაგხვდებათ ამერიკული გარემო, ამერიკული სტილი,ხარისხი. ნახევარი საუკუნის წინ, ვენდის დამაარსებელმა დეივ ტომასმა 5 ღირებულება შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მთავარი “ხარისხი ჩვენი რეცეპტია” გლობალურად ქცეულ ქსელში დღესაც მთავარ პრიორიტეტად რჩება.

„ვენდი’ს“-ში გარემო, სტილი და ხარისხი ამერიკულიაო, ითქვა. და გემო? აი, სწორედ ამაზე მსურს გავამახვილო მკითხველისა და მომხმარებლის ყურადღება. ჩემი აზრით, ყველა ერს აქვს გემოს საკუთარი საზომი, სტანდარტი, მიდრეკილება ამა თუ იმ გემოსადმი, იქ ცხარე უყვართ, აქ მლაშე, ზოგი ტკბილზე გიჟდება და ზოგიც – მჟავეზე. და სწორედ ამ ამოცანის გადაჭრა დაისახა მიზნად „ვენდი’ს“-მა, როცა საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.

„ვენდი’ს“-ის ამბიციაა, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი რესტორნის სტატუსი კიდევ მრავალი წლით შეინარჩუნოს და ამერიკული სტანდარტის ქართულ გემოდ ქცევა კი ამ სტრატეგიის ყველაზე მასშტაბური გადაწყვეტილებაა.

ინტენსიურ მუშაობაში 4 წელი გაილია და შედეგი კი ასეთია: „ვენდი’ს“-მა თავისი მიზნის განხორციელება ქართველი მწარმოებლების პარტნიორობით გადაწყვიტა. კვების პროდუქტების მწარმოებელმა „მარშემ“ და ნაყინის მწარმოებელმა „თოლიამ“ ამერიკული ლიცენზიის მოპოვების ურთულესი გზა წარმატებით გაიარეს, გაძლიერდნენ ექნოლოგიური კუთხით და თანამშროლმლობაც შედგა.

„თოლია“ 2 ათწლეულზე მეტია, ქართულ ბაზარზე ნაყინის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. „მარშე“ ორჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ კომპანიის პროდუქციის ხარისხმა ბაზარზე ადგილი მალევე დაიმკვიდრა. სწორედ ხარისხმა და რეპუტაციამ განაპირობა „ვენდი’ს“-ის არჩევანი და დღეს, მაგალითად, ამ მსოფლიო გიგანტის ქართულ რესტორნებში ბურგერის ფუნთუშები ადგილობრივი, „მარშეს“ წარმოებისაა. ამას რა სჯობს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს განსხვავებული, ჩვენი აზრით, საუკეთესო გემო აქვს!

…ხორციც ქართულია? – სკეპრიკურად იკითხავთ. და დადებით პასუხსაც მიიღებთ: დიახ, „ვენდი’ს“-ში საქონლის ხორციც მხოლოდ ქართულია. თამამად შეგიძლიათ ენდოთ: თუ ქართული ხორცი ამერიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თავად განსაჯეთ, რა ხარისხთან გაქვთ საქმე! არანაირი გაყინული ხორცი – მხოლოდ ახალი!

„ვენდი’ს“-ში მოსწრებულად ამბობენ, ჩვენთან გაყინული მხოლოდ ნაყინიაო. „თოლიას“ ნაყინი იგულისხმება. ესეც კიდევ ერთი ქართული გემო, რომელიც ამერიკულ სტანდარტებს შეესაბამება! და საერთოდ, „ვენდი’ს“-ის ფილოსოფია, როგორც თავშივე ითქვა, ხარისხით იწყება და ხარისხით მთავრდება. კომპანია საერთოდ არ იყენებს გაყინულ პროდუქციას. სწორედ ამაშია მთავარი განსხვავება „ვენდი’ს“-სა და სწრაფი კვების ობიექტებს შორის. ვინც „ვენდი’ს“-ში ნამყოფია, მან კარგად იცის, რომ იქ მზა და გაციებულ კერძს არ შეუთბობენ და არ მოუტანენ. იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ მზა კერძები არ არსებობს. შენ უკვეთავ მენიუს და მისი მზადება მხოლოდ შენი შეკვეთის შემდეგ იწყება. ყველაფერი მზადდება უსწრაფესად, მაგრამ დრო მაინც სჭირდება, რადგან, ვიმეორებ, მზადება იწყება მხოლოდ მას შემდეგ,  როდესაც მომხმარებელი ჩამოყალიბდება, თუ რის მირთმევა სურს.

…და კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად მინდა იცოდეთ: ქართული „ვენდი’ს“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ეს გიგანტური ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 7 ათას (!) რესტორანს აერთიანებს და აი, ამ ფანტასტიკურ რაოდენობაში ჩვენი რესტორნები ათეულში შედიან! იდეალური სისუფთავე, უგემრიელესი ნაწარმი, ხარისხის კონტროლის უმაღლესი დონე, სანდო პარტნიორები, სწრაფი მომსახურება – რა გინდა სხვა?

ჰო, სანდო პარტნიორებსა და სწრაფ მომსახურებას რაც შეეხება, menu.ge ორივე კატეგორიაში შეიძლება ვახსენოთ. მიტანის სამსახურის ლიდერი აქაც არ გაგაწბილებთ. მერწმუნეთ, „ვენდი’ს“-ის სერვისის გამართულობა, menu.ge-ს აპლიკაციის დახვეწილობა და კურიერების წარმოუდგენელი სისწრაფე უმოკლეს დროში დაგიკმაყოფილებთ სურვილს, მიირთვათ, მაგალითად, ქათმის ბურგერები და დააყოლოთ გამაგრილებელი სასმელი. თქვენ მხოლოდ შეკვეთა და მირთმევა გევალებათ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები