Baileys – ირლანდიური ნაღებისა და ვისკის გენიალური სიმბიოზი

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, როგორი სიამაყით წერია ღვინის, ვისკისა თუ კონიაკის ცნობილი ბრენდების იარლიყებზე და შეფუთვებზე კომპანიის დაარსების წელიწადის აღმნიშვნელი რიცხვი. მაგალითად, ელიტური ფრანგული კონიაკის, Rémy Martin-ის ბოთლებზე მითითებულია, რომ ამ ღვთიური სასმელის მწარმოებელი კომპანია 1724 წელს დაარსდა, ხოლო, ვთქვათ, დიდებული შოტლანდიური ვისკი Chivas Regal 1801 წლიდან არსებობს. სპირტიანი სასმელების ყველა სახეობას თავისი ე.წ. ლიდერები ჰყავს, გნებავთ, ლიდერთა ჯგუფები. და ყველგან დიდ პატივში სწორედ ასაკია, ისტორია, ტრადიცია…

აი, ლიქიორების ელიტაში კი ერთი არცთუ „ბებერი“ ფიგურირებს. გაგიკვირდებათ და, Baileys 50 წლისაც არაა. არადა სახელიანი, უპოპულარულესი, მთელ მსოფლიოში აღიარებული, მაგრამ, თურმე, ესოდენ „ახალგაზრდა“…

Baileys პლანეტა დედამიწაზე №1 ლიქიორადაა აღიარებული. ესაა ნაღების საუცხოო ლიქიორი, რომლის გემოც ყველაზე ძლიერი არგუმენტია მისი პირველობის დასტურად. ეს საოცარი სასმელი, ლიქიორთა ნატიფ საზოგადოებაშიც კი გამორჩეული, შექმნილია ირლანდიური ნაღებისა და ირლანდიური ვისკისგან. მას ახასიათებს განსაკუთრებული არომატი და საოცარი სინაზე. რბილმა და ჰარმონიულმა ლიქიორმა Baileys სიყვარული და აღიარება მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა.

ასეთი ტიპის, ნაღების პირველი ლიქიორი Baileys სამყაროს 1974 წლის 26 ნოემბერს დუბლინის გარეუბანში მოევლინა. 1970-ში, კომპანია Gilbeys of Ireland-ის მმართველმა დევიდ დენდმა და მისმა თანამშრომელ-თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს უჩვეულო ალკოჰოლური სასმელის შექმნა, რომელიც იქნებოდა ძალიან გემრიელი, არცთუ მაღალგრადუსიანი და ამავდროულად ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი. დევიდ დენდს, ეროვნებით ირლანდიელს, გადაწყვეტილი ჰქონდა, სასმელი მისი სამშობლოს სავიზიტო ბარათად ქცეული პროდუქტებისგან შეექმნა. საუბარია სახელოვან ირლანდიულ ვისკიზე და არანაკლებ განთქმულ ირლანდიულ ნაღებზე.

თავდაპირველად ენთუზიასტები მარტივი გზით მიდიოდნენ – ორ ხსეხენებულ ინგრედიენტს მიქსერით თქვეფდნენ. რაც გამოუვიდათ, უგემრიელესი აღმოჩნდა, მაგრამ ამოცანა მოითხოვდა, რომ მიღებული კონსისტენცია მდგრადი, სტაბილურობით გამხდარიყო. ტექნოლოგიის ძიებამ 4 წელი წაიღო. პრობლემა გადაულახავი ჩანდა და ერთ მშვენიერ დღეს დევიდ დენდს სწორედ „ის“, საჭირო იდეა გაუჩნდა, რომლის შინაარსსაც დღემდე მხოლოდ ეს კაცი და მისი პარტნიორები იცნობენ. დევიდ დენდმა, ცხადია, დააპატენტა ნაღებისა და ვისკის იდეალური შეერთების ეს პროცესი. ბეილისის ჯადოსნური გემოს მისაღებად ვისკისა და ნაღებისთვის შოკოლადის, ვანილის, კარამელისა და შაქრის დამატებაღა რჩებოდა, რაც მოკლე დროში მოხერხდა კიდეც. შემდეგ დევიდმა დაარეგისტრირა კომპანია R&A Bailey & Co, რომელმაც ირლანდიას და მთელ მსოფლიოს Baileys წარუდგინა. ამ სასმელმა ადამიანთა გულები უმალ და სამუდამოდ დაიპყრო.

როგორც ითქვა, Baileys-ის წარმოების მეთოდი დაპატენტებულია და უმკაცრეს საიდუმლოდ ინახება. Baileys-ის უნიკალური რეცეპტი, ხარისხის მკაცრი კონტროლი და უახლესი დანადგარების გამოყენება საუცხოო შედეგს უზრუნველჰყოფს. Baileys-ის შესაქმნელად მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენება – ესაა ახალმოხდილი ირლანდიური ნაღების, საუკეთესო ირლანდიური ვისკის, უწმინდესი ირლანდიური სპირტისა და ნატურალური არომატული დანამატების არაჩვეულებრივი ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ Baileys-ის წარმოებისას არ გამოიყენება კონსერვანტები, ნაღების ლიქიორთაგან ეს ლიქიორი ყველაზე ხანგრძლივად ინახება – 18 თვე! პირველად გაჩენილი, Baileys იყო და რჩება მსოფლიოში საუკეთესო, უპირველეს ნაღების ლიქიორად.

2005 წელს Baileys-ის ოჯახი ორი ახალი წევრით შეივსი – ბეილისი პიტნისა და შოკოლადის გემოთი (Baileys with a hint of Mint Chocolate) და ბეილისი ნაღებისა და კარამელის გემოთი (Baileys with a hint of Creme Caramel). ორივე სიახლემ მაღალი შეფასება როგორც ექსპერტებისგან დაიმსახურა, ისე ჩვეულებრივი მომხმარებლისგანაც.

დღეს ბეილისის შეგეძნა მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, მათ შორის საქართველოცაა. თბილისში, მაგალითად, მსურველს ბეილისის მიღება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელადაც შეუძლია. ყველაფერი მარტივადაა: რეკავთ menu.ge-ს საკონტაქტო ნომერზე, ან საიტზე აფორმებთ შეკვეთას, და ჩვენი კომპანიის უსწრაფესი კურიერები იქ მიიტანენ ამ უგემრიელეს სასმელს, სადაც მოგესურვებათ. საქმე ისაა, რომ menu.ge-ს მრავალრიცხოვან პარტნიორებს შორის კომპანია „ალკორიუმიცაა“ – საქართველოში ბეილისის და უამრავი სხვა ელიტური და ბრენდული ალკოჰოლური სასმელის ექსკლუზიური შემომტანი. სხადეთ, არ ინანებთ, ბეილისი დაუვიწყარ სიამოვნებად გექცევათ. გემოს დახვეწილობის ექსტრემუმია.

მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შექმნილი ლიქიორი მომხმარებელს სინაზეს, სითბოსა და სიტკბოს ჩუქნის. თავისთავად არაჩვეულებრივი სასმელია, ყინულით, მაგრამ კოქტეილების ინგრედიენტადაც ვარგა. ზოგიერთებს ბეილისის ყავაში ჩამატება უყვართ – ნაღებიცაა, შაქარიც და განუმეორებელი არომატიც.

არსებობს მოსაზრება, რომ Baileys-თან ჰარმონიას მხოლოდ ტონიკი და ფორთოხლის ან ლიმონის წვენი ვერ ქმნისო, მაგრამ ესეც საკამათოა. ზოგს სწორედ მსგავსი კომბინაციები უყვარს. როგორც წესი, ბეილისიან კოქტეილებში არაყს, რომს ან შნაპსს ურევენ, ნაღებით, რძით, ცივი ყავით აზავებენ, შოკოლადით, მარწყვითა და ბანანით აფერადებენ. სხვათა შორის, ბეილისი კლასიკური და პოპულარული ცეცხლოვანი კოქტეილის – B 52-ის შემადგენლობაშიც შედის.

ბუნებრივია, რომ Baileys-ისადმი არც კულინარიაშია გულგრილი დამოკიდებულება. ამ ლიქიორს ამატებენ იოგურტისა და ნაყინის დესერტებში, ყველიან და შოკოლადიან ნამცხვრებში, ხილის სალათებში… რაღა თქმა უნდა, დესერტების დამზადებისა და არომატიზაციისთვის საჭირო ლიქიორის დოზა მინიმალურია, თუმცა ეს მცირე რაოდენობაც აბსოლუტურად საკმარისია თავბრუს დასახვევად, იმდენად განუმეორებელია Baileys-ის გემო.

აქ დავასრულებ Baileys-ის ქება-დიდებას, თქვენ კი დატკბით ამ ღვთიური სასმელით. ნაღების გემო ოჯახურ სიმყუდროვეს შეგიქმნით, ხოლო ვისკის ძალა ფუფუნების განცდას გაგიჩენთ.

აბა, გემრიელად!

კომენტარები