მისი აღმატებულება – ტორტი!

ტორტი ყველა დღესასწაულის გვირგვინია! თავად განსაჯეთ: როგორი გამოვა ნებიმიერი იუბილე ან ბანკეტი, თუ მისი კულმინაცია არ იქნება ტორტით დამშვენებული? რომელი ბავშვი წარმოიდგენს თავის დაბადების დღეს ტორტზე სანთლების ჩაქრობის გარეშე? მადლობა ღმერთს, დღეს კონდიტრები და კულინარები ნებისმიერი ფორმის, ზომისა და შემადგენლობის ტორტს უპრობლემოდ ამზადებენ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში ტორტზე არც იუბილარის პორტრეტის აღბეჭდვა წარმოადგენს სირთულეს.

დღეს რთულია დაბეჯითებით მტკიცება, რომ ტორტი, როგორც ასეთი, რომელიმე კონკრეტულმა პირმა ან ერმა გამოიგონა. ზოგოერთი ისტორიკოსი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ტორტის პირველი პროტოტიპი იტალიაში ჩაისახა. ლინგვისტები კი, მიიჩნევენ, რომ სიტყვა „ტორტი“ იტალიურიდან ითარგმნება, როგორ რაღაც ჩახლართული, მახვილგონივრული, და უკავშირდება ამ ნამცხვრის მრავალრიცვოვან და მრავალფეროვან ორნამენტს, ჩუქურთმასა და ყვავილს.

სხვებს კი, განსხვავებული ვერსიები აქვთ. საყოველთაოდაა ცნობილი აღმოსავლეთის უგემრიელესი ტკბილეულობა, რომელიც ყველაზე გამოცდილ და მრავლისმნახველ გურმანსაც კი აღაფრთოვანებს თავისი უნატიფესი გემოთი და მომაჯადოებელი სურნელით. ამ იდეის მიმდევრებმა გაარკვიეს, რომ სამყაროს ყველაზე იდუმალი მხარის კულინარები დესერტებს ამზადებდნენ რძის, თაფლისა და სეზამის გამოყენებით. თანაც აღმოსავლური ნამცხვრები ფორმითაც თანამედროვე ტორტების მგავსი იყო.

მაგრამ, როგორი ვერსიებიც გინდა არსებობდეს ტორტის წარმომავლობაზე, არ შეიძლება იმის არაღიარება, რომ დესერტების სამყაროში მოდის კანონმდებელი საფრანგეთია. სწორედ მანდ, პატარა ყავახანებსა და კაფეებში შექმნილმა ტორტებმა მთელი სამყარო დაიპყრეს. ამ ტკბილი შედევრის სერვირებისა და მორთვის ტენდენციებს მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ ფრანგი კულინარები და კონდიტრები კარნახობდნენ. ამიტომაცაა, რომ სწორედ საფრანგეთში, სიყვარულისა და რომანტიკის ქვეყანაში, წარმოიქმნა დესერტების უცნობილესი სახელწოდებები, რომლებიც ყურს მალამოსავით ედება: ბეზე, კემი, კარამელი, ჟელე, ბისკვიტი, კონფიტიური…

და მაინც, თითოეულ ქვეყანაში ამ კერძის გამოცხობის თავისებური რეცეპტურა და ტრადიციები ჩამოყალიბდა, და ეს მიუხედავად იმისა, თუ სად გამოიგონეს ტორტი. ტორტებს განსაკუთრებულ შემთხვევებში აცხობენ და თითოეული მათგანი განსხვავდება ფორმითა და შემადგენლობით. ტორტებს უამრავი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. ზოგიერთი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული.

მაგალითად, ყველაზე მაღალი ტორტი აშშ-ში შექმნეს – მიჩიგანის შტატში 30 მეტრისა და ასი იარუსის სიმაღლის ტორტი გამოაცხეს. ყველაზე „წონიანიც“ ამერიკელების ნახელავია – ალაბამას შტატში 50-ტონიანი სასწაული იშვა. ამ ვეებერთელა შედევრის ძირითად ნაწილს ნაყინი შეადგენდა, ხოლო ფორმით ის ალაბამის გეოგრაფიულ მოხაზულობას იმეორებდა. აი, ყველაზე გრძელი კი პერუელმა კულინარებმა გამოაცხეს – 246 მეტრი სიგრძისა! ეს ტორტი უხვად მორთეს ცუკატებითა და კრემის ვარდებით, რის შემდეგადაც 15 ათას ნაჭრად დაჭრეს და იმ პერუელ ბავშვებს დაურიგეს, ვინც იმ თვეში დაბადების დღეს აღნიშნავდა.

და კიდევ: ძველ რომში საქორწინო ტორტის გამოცხობის წესი არსებობდა, ოღონდ მას დედოფლის თავს აფშვნიდნენ და ამ ქმედების შინაარსი ახალშეუღლებულების დალოცვა იყო. დღეს საქორწინო ტორტი ცალკეული და ძალზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ადრე, ქორწილში ჩვეულებრივი ტორტიც ვარგოდა. დღეს კი ეს სრულიად განსაკუთრებული რამაა – რამდენიმე იარუსისგან შემდგარი კულინარიული ხელოვნების ნიმუში, რომელიც მორთულია კრემით, ტკბილეულით, ხილითა და კენკრით. ეს წესი ჩვენთან ამერიკიდან შემოვიდა, სადაც, თავის მხრივ, დასავლეთ ევროპიდან შეაღწია.

პირველი მრავალიარუსიანი ტორტები ლონდონში შეიქმნა. როგორც წესი, ასეთ ტორტებს საგანგებო ურიკაზე დებენ და დანიშნულების ადგილას ისე შემოაგორებენ ხოლმე. ხოლო ტორტის დაჭრის რიტუალი კი სრულიად კულმინაციური მომენტია და ეს ცერემონია თავისი პომპეზურობით ტრადიციად ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა.

თანამედროვე ტორტებს კი მარციპანით, ბეზეთი, შოკოლადით, თხილით, ნიგვზით, არაქისით, ყოველგვარი კენკრითა და ხილით რთავენ. შეფერილობა და შემაგენლობა ტორტის ავტორის ფანტაზიით განისაზღვრება, ანუ რამდენი კულინარია, იმდენი რეცეპტიცაა. menu.ge-ს ნებისმიერ მომხმარებელს აქვს უნიკალური შანსი კომპანიის პარტნიორ რესტორნებიდან, კაფეებიდან და საკონდიტრეობიდან შეუკვეთოს სასურველი ზომისა და შემადგენლობის ტორტი. თქვენ გელით დაუვიწყარი სიამოვნება. სცადეთ და არ ინანებთ! შეუკვეთეთ ნებისმიერი დანიშნულების ტორტი menu.ge-ს საიტის, მობილური აპლიკაციისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით და ჩვენი კომპანიის უსწრაფესი კურიერები უმოკლეს დროში მოგართმევენ უგემრიელეს ტკბილეულს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას.

აბა, გემრიელად!

კომენტარები