კულინარია – ქალღმერთ კულინას მადლი კაცობრიობას

არსებობს ასეთი ძველბერძნული მითი: ოდესღაც, კაცობრიობის გარიჟრაჟზე, ოლიმპოს მშვენება ქალღმერთი აფროდიტე ადამიანებზე განაწყენდა – ისინი უფრო მეტს ანგრევდნენ ვიდრე ქმნიდნენ, ფიქრობდნენ ომზე და არა სიყვარულზე. იმედგაცრუებულმა აფროდიტემ ორ ქალღმერთს – კულინასა და ქლორისს მიმართა თხოვნით: „დამეხმარეთ, ადამიანებში ვნება გავაღვიძო“! ქლორისმა მცენარეებს აფროდიტეს გულის ნაპერწკლები შეასუნთქა, ხოლო კულინამ ადამიანებს ამ მცენარეებისგან დამზადებული კერძების რეცეპტები გადასცა. ასე გაჩნდა კულინარია…

ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ეთაყვანებოდნენ ქალღმერთ კულინას, რომელიც გემრიელი და ჯანსაღი საკვების მფარველად მიიჩნეოდა. ის კვებავდა ოლიმპოს ყველა ღმერთს და ითვლებოდა მეათე მუზად. ის ჰიგიას მხარდამხარ იდგა, რომელიც თავის მხრივ განასახიერებდა სისუფთავესა და ჰიგიენას. ორივე – კულინაც და ჰიგიაც ღვთიური მკურნალის ესკულაპეს დამხმარედ მიიჩნეოდა. თანამედროვე ენით რომ ვილაპარაკოთ, სწორი კვება და ჰიგიენა ადამიანის ჯანმრთელობის პროფილაქტიკაა.

ძველმა რომაელებმა საბერძნეთის დაპყრობასთან ერთად მათი ცნებები და ღმერთები აღიარეს, მათ შორის კულინაც. მის სახელს იმ დროინდელ რომაულ სამზარეულოებს უწოდებდნენ, ხოლო ვინაიდან და რადგანაც მდიდარ და სახელოვან პატრიციებს ძლიერ უყვარდათ მდიდრული ქეიფები, რომში თანდათან იხსნებოდა პირველი კულინარიული სკოლები რომლებშიც მოსწავლეები არა მხოლოდ კერძების მომზადების ხელოვნებას ეუფლებოდნენ, არამედ სწავლობდნენ პროდუქტების სასარგებლო თვისებებსაც.

დღეს კი კულინარია არის ნედლი მცენარეული და ცხოველური პროდუქტებისგან საკვების მომზადების ხელოვნება. ეს ხელოვნება აერთიანებს რეცეპტების, დანადგარებისა და ტექნოლოგიების კომპლექსს.

არა ათეულები და არა ასეულები – ათიათასობით კერძი შექმნა კაცობრიობამ თავისი ისტორიის განმავლობაში. საჭმელსა და კერძებზე იმდენი წიგნია დაწერილი, რომ მათ ჩამოსათვლელად ადამიანის სიცოცხლეც არ იკმარებს. პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიულმა სამზარეულომ თავისი განვითარების რთული და გრძელი გზა გაიარა ვიდრე ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად იქცეოდა, რომელმაც შეისისხლხორცა თანამედროვე მეცნიერების მიღწევები.

კულინარიული რეცეპტების შესაქმნელად არა მხოლოდ მონდომებაა საჭირო, არამედ ნიჭი. ხოლო რეცეპტების შესაქმნელად საუკეთესო დრო ისაა, როცა საკუთარ თავში ამის ძალას გრძნობ და ასეთ მომენტებში შედეგიც მაქსიმალურია. კულინარიაში, სხვადასხვა რეცეპტების შესაქმნელად უმჯობესია ნატურალური პროდუქტების გამოყენება, ხოლო თუ მაინცდამაინც საკვებ საღებავებსა და დანამატებს ხმარობთ, ეცადეთ მათი გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანოთ.

და თუ თქვენ მუშაობთ, ან სწავლობთ და კულინარიული თავგადასავლებში ძალების მოსასინჯად დრო არ გყოფნით ან სულაც სურვილი არ გაქვთ, სწორედ აქ გჭირდებათ Menu.ge-ს სამსახური. ჩვენს კომპანიას პარტნიორები თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 400-მდე საუკეთესო რესტორნებს შორის ყავს და ამ რესტორნებში საუკეთესო კულინარები მოღვაწეობენ – თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატები. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ სამზარეულოებთან ისე აზიური, ევროპული და ამერიკული კულინარიების საუკეთესო ბრენდებთან. შეგვიკვეთეთ ნებისმიერი კერძი და თავად დარწმუნდით ჩვენს კომპეტენციაში.

აბა, გემრიელად!

კომენტარები