გილოცავთ, ყავამანებო!

17 აპრილს მსოფლიო ყავამანები საყვარელი სასმელის დღეს აღნიშნავენ. ესაა ესპრესოს დღე – იტალიაში გამოგონილი რეცეპტურით დამზადებული ყავის დღე. ესპრესოს ისტორია 1938 წელს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მილანური ბარის მეპატრონე აკილე გაჯამ ყავის მომდუღებელი აპარატი დააპატენტა. ამ აპარატის წყალობით იტალიამ, შემდგომში კი მთელმა მსოფლიომაც, ესპრესო დააგემოვნა. ესპრესოს მომზადების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მდუღარე წყალი დიდი წნევით ტარდება დაპრესილ დაფქულ ყავაში. სპეციალისტების მტკიცებით, ერთ ჭიქა ესპრესოში ნაკლები კოფეინია, ვიდრე ჩვეულებრივი ყავის იგივე ზომის ჭიქაში. მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ესპრესო გულის დაავადებათა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ხოლო ის, რომ ყავა ადამიანს ენერგიით მუხტავს და განწყობას აუმჯობესებს, ეს საყოველთაოდაა ცნობილი. გარდა ამისა, მედიკოსები ყავის დოზების გაკონტროლებისკენ მოგვიწოდებენ. მაქსიმალური ნორმაა დღეში 8 ჭიქა ესპრესო, მაგრამ სჯობს, 2-3 ჭიქით შემოვიფარგლოთ. საინტერესოა, რომ ესპრესოც იყოფა ნაირსახეობებად. ყველაფერი წყლისა და საკუთრივ ყავის პროპორციებზეა დამოკიდებული. კლასიკური ესპრესოს (25-30 მლ წყალზე 7-10 გ ყავა) გარდა არსებობს დოპია (ესპრესოს ორმაგი პორცია), რისტრეტო (18 მლ წყალზე იგივე 7-10 გ ყავა) და ლუნგო (70 მლ წყალზე 7-10 გ ყავა). აკილე გაჯას პირმშომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყავა ესპრესო წლეულს 80-წლიან იუბილეს იზეიმებს. ამ წესით მომზადებულმა ყავამ აპენინები უსწრაფესად დაიპყრო და თანდათან „ჩექმის“ საზღვრებს გარეთაც გავიდა. ესაა ყავის ყველაზე გავრცელებული სახეობა ესპანეთსა და პორტუგალიაში, მაგრამ ესპრესო მთელი პლანეტის მასშტაბითაა ფართოდ გავრცელებული. მათ შორის – საქართველოშიც. აღარ დაკარგოთ დრო, შეუკვეთეთ ესპრესო menu.ge-ს, ყავის ხარისხი და მიტანის სისწრაფე, რაღა თქმა უნდა, გარანტირებულია. აბა, გემრიელად!

კომენტარები