ღვინო – უძველესი ქართული კულტურა

   ამ საღამოს  მეგობრებს ველი. ყოველ, კვირა, საღამოს მეგობრები ვახშმად ვიკრიბებით. შეკრების  ადგილი კი ყოველთვის იცვლება. დღეს ჩემი ჯერია და აი მოუთმენლად ველი მათ მოსვლას. ვცდილობთ, ეს შეკრებები ტრადიციად ვაქციოთ,ჟამთა სვლას და ერთმანეთს არ ვაძლევთ უფლებას, ჩვენი, სამეგობროს, მისტიური წრე გაარღვიოს.

   კარზე ზარია, კურიერმა ჩემი შეკვეთა მოიტანა. Menu.geდან სხვადასხვა სახეობის კერძი და რამდენიმე ბოთლი წითელი ღვინო შევუკვეთე. დღევანდელ ვახშამს სწორედ რომ წითელი ნახევრად-ტკბილი ღვინო დაამშვენებს.

      განჯინაში გულმოდგინედ გაპრიალებული ღვინის ბოკალები და ფუჟერები ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრვებულან. დიდი ყურადღებით ვარჩევ სათანადო ფორმის ბოკალს, რათა კარგად შევიგრძნო სასმელის არომატი და დავინახო მისი ფერი. ჭიქა ღვინით ხელში ვზივარ ფანჯარასთან და აუჩქარებლად ვავსებ ბოკალის ერთ მესამედს,ვხრი 45 გრადუსიანი კუთხით და ვაკვირდები. შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი: ხელის წრიული მოძრაობით ვურევ ღვინოს, სახესთან ახლოს მიმაქვს და შევიგრძნობ, როგორ ამოედინება ბოკალიდან არომატთა მთელი პალიტრა,ბოლოს კი  ვაჭაშნიკებ.

wine red wine white wine rose wine წითელი ღვინო ბოკალი თეთრი ღვინო ვარდისფერი ღვინო

მისგან სასიამოვნოდ გაბრუებულმა გავიფიქრე- “ მართლაც ღმერთების სასმელია” და გამახსენდა ფრაზა მათეს სახარებიდან:

   “ და მოიღო სასუმელიდა ჰმადლობდა და მისცა მათ თქუა: სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი, მრავალთათვს დათხეული მისატევებლად ცოდვათა” (მთ.26,26-28)

   სასუმელი რომელიც მათეს სახარებაში იხსენიება არის ღვინო, მოგვიანებით ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულების დროს უფლის სისხლად გარდაარსებული.

   მერე გონების თვალით კიდევ უფრო უკან წავედი და ანტიკურ ეპოქას მოვავლე თვალი. აპოლონიოს როდოსელიც კი თავის” არგონავტიკაში” ხოტბას ასხამდა “ქართულ ღვინოს”. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იხიბლებოდნენ მისით. დიონისე წარმომესახა თვალწინ, ცალი ქალამნით, შელახული სამოსელით, ღვინისგან გაბრუებული, ბარბაცით, როგორ დაეხეტებოდა უბრალო მოკვდავებში, გვერდს კი პანი უმშვენებდა.იქნებ დიონესემ მალულადაც კი დააბარა იასონს, კოლხეთიდან ოქროს საწმისთან ერთად განთქმული ღვინო ჩამომიტანეო?….

   ამით არ ვკმაყოფილდები, კიდევ უფრო შორს მივდივარ და ვფიქრობ: ნეტავი, როგორი იყო პირველი ღვინო? წარმოვიდგენ ათასწლეულების წინ სადღაც მცხოვრები, იმ, ადამიანის გაოცებულ და ნასიამოვნებ სახეს, რომელმაც პირველად და ალბათ შემთხვევით დააყენა ღვინო.შემდეგ კი უკან მოვყვები მისი განვითარების ისტორიას.

   ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში იწყება, მისი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება ჯერ კიდევ ჩინეთში იპოვეს, რომელიც მე-7 ათასწლეულით თარიღდება, მას მოსდევს საქართველო – მე-6 ათასწლეული, ირანი- მე-5 ათასწლეული და ა.შ… ღვინის წარმოების უძველესი ნიმუში კი სომხეთშია აღმოჩენილი.

   თუმცა უახლესმა აღმოჩენებმა შეცვალა აქამდე არსებული მოსაზრებები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევარებმა უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნეს. “Vitis vinifera sutiva” ყურძნის წიპწების აღმოჩენის შემდეგ მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ საქართველო აღიარეს. დღესდღეობით მსოფლიოში 4000-მდე ვაზის ჯიშია, საქართველოში კი 500-მდე ადგილობრივი ჯიში.

   ამის გახსენებაზე სახეზე კმაყოფილი ღიმილი მეფინება და გული სიამაყით მევსება.

   არსებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას, ზუსტად დავადგინოთ თუ როგორი იყო პირველი ღვინო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ის იყო წითელი, მღვრიე, დაბალალკოჰოლიანი, სწრაფი დუღილის შედეგად მიღებული სითხე. საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, როგორც ღვინის დაყენების მეთოდი, ისე ჭურჭელიც.გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ჩვენმა წინაპრებმა ისეთივე ღვინის დაყენება დაიწყეს, როგორსაც ახლა მე ვაჭაშნიკებ.

   ღვინოზე ფიქრისას, რა თქმა უნდა, მახსენდება ქვევრი- უძველესი კულტურული მონაპოვარი.

ქვევრი qvevri kvevri

   გარკვეული პერიოდი საქართველოში   დასავლური კულტურის გავლენით ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია შესუსტდა. ქართველი მეღვინეები თვლიდნენ, რომ ღვინის ექსპორტზე გასატანად საჭირო იყო მისი ევროპული მეთოდით დავარგება. თუმცა ბოლო დროს ქვევრში დავარგებული ღვინო უფროდაუფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. საგულისხმოა ისიც, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია. რამდენიმე თვის წინ კი ბორდოში, ღვინის დედაქალაქში, გაიმართა გამოფენა: “საქართველო- ღვინის აკვანი”

ქვევრი kvevri ქვევრი გაეროს ოფისის წინ Qvevri

     დღესდღეობით ქართული ღვინო მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

    ამასწინად ამერიკული Vogue-ის იანვრის ნომერში წავაწყდი სტატიას საქართველოზე, სადაც ხაზგასმით იყო ღვინო საქართველოს ერთ-ერთ ღირსებად მოხსენიებული. 2015 წლის ერთ-ერთ ნომერში კი მათ ქართული “ჩინური აღიარეს ნომერ პირველ ნარინჯისფერ ღვინოდ. “დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი-ნარინჯისფერი ღვინო არის ის, რაც თქვენ ამ შემოდგომით უნდა სვათ. “

    “The washington post-მაც” მიუძღვნა სტატია ქართულ ღვინოს. მას არც “New york times” ჩამორჩა, მათაც შეამკეს ქათინაურებით  ის. 2016 წ-ს “thetravelmagazine.net-ის “ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით “საქართველო- ღვინის სამშობლო”, სტატიის ავტორი, ლუსი რობინსონი, წერს: “ ქართველებმა ღვინო მე-6 ათასწლეულში აღმოაჩინეს, ამიტომ მათ დიდი დრო ჰქონდათ ამ ხელოვნების სრულყოფისათვის”

    მანამ სანამ საქართველო და ქართული ღვინო  მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეოდა და აღიარებდნენ მას ღვინის სამშობლოდ, ეს ტიტული საფრანგეთს ეკუთვნოდა.

     ღვინის ყველაზე გავრცელებული სახეობებია-წითელი (რომელსაც ჩვენ შავს ვუწოდებთ),ვარდისფერი, თეთრი ცქრიალა და ფორტიფიცირებული.კულინარიული შედევრებით განთქმული ფრანგები  ღვინოს მიირთმევენ სხვადასხვა სახის ყველთან, მას გემოვნებით უხამებენ თაფლს, ყურძენსა და ნაირგვარ თხილეულს.

ღვინო თაფლი ყველი თხილი gvino yveli tafli txili ღვინის დაფა

    როგორც საქართველოშია ღვინის წარმოებით  განთქმული რეგიონი კახეთი, ასევეა საფრანგეთში ალზასი,ბორდო,შამპანი და ა. შ.

   ღვინის კლასიფიკაცია მრავალი ფაქტორის მიხედვით ხდება: წარმოშობის ადგილი, დაღვინების მეთოდი და სტილი, სიტკბო, სიძველე და ა.შ.

    ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური,სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებული ღვინო ორდინალურია, დაძველებულ, მაღალხარისხიანს სამარკო ჰქვია. ხოლო განსაკუთრებით მაღალი ხარისხის  ღვინოა საკოლექციო, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა, ბოთლებშიც აძველებენ( 2-3 წ-დან განუსაზღვრელ დრომდე).

     და მაინც, რამხელა შრომა სჭირდება ვაზის ნაყოფის ამ ღვთიურ სითხედ გარდასახვას. ვფიქრობ ამ პროცესზე, რა ხდება მანამ, სანამ ეს ღვინო ჩემს გულდასმით გაპრიალებულ ჭიქაში ჩამოისხმება. თვალწინ მესახება რთველი, როგორ ნაზად კრეფენ ვაზის თითოეულ მტევანს, როგორი სინატიფით აწყობენ გოდრებში და მიაქვთ საწნახელთან. შემდეგ ხის ან ქვითკირის საწნახელში ფეხებით ჭყლეტენ ყურძენს, მხოლოდ ისე, რომ წიპწები არ გაიჭყლიტოს, შემდეგ მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებენ.მერე ტიკებით და რუმბებით გადააქვთ  მუხის კასრში ან მიწაში ჩამარხულ ქვევრში, თავს ულუქავენ და ასე  ავარგებენ წლობით.

   ახლა მახსენდება ღვინის კიდევ ერთი სახეობა, ცქრიალა ღვინო, რომელიც სრულიად შემთხვევით ნამდვილი ღვინის დაყენების დროს შეიქმნა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შუშხუნა ღვინოა”Dom perignon”. თუ ლეგენდას დავუჯერებთ, მისმა შემქმნელმა ბენედიქტელმა ბერმა მისი პირველად გასინჯვისას თქვა: “იჩქარე, მე ვარსკვლავებს ვსვამ”.

შამპანური ცქრიალა ღვინო დომ პერინიონი Dom perignon champane sparkling wine

 

   ღვინო შევუკვეთე, მაგრამ  შამპანური გადამავიწყდა. უკვე გვიანია, კარგახანია რაც მოსაღამოვდა  მე კი,ფიქრებში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე. სადაცაა სტუმრები მოვლენ, სუფრას კი შუშხუნა ღვინო აკლია. თუმცა სრულებითაც, არ ვღელავ,  რადგან Menu.ge არსებობს.

  

 

კომენტარები