„სანელებლები ლიბიდოსთვის“ (18+)

ბუნება დაჯილდოვებულია უამრავი სამკურნალო თვისებით. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა, დღესდღეობით, ძალიან განვითარებულია, მცენარეებით მკურნალობა მაინც აქტუალურია.

ადამიანები სამკურნალო მცენარეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად მიმართავენ. შესაძლოა, ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებს, ლიბიდოს ფუნქციის აღდგენასა და მის შენარჩუნებას ხელს უწყობს სხვადასხვა ბალახოვანი მცენარე თუ სანელებელი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
ჩვენ შევეცდებით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

სანელებლების დახმარებით დიასახლისები სხვადასხვა კერძს ამზადებენ. ისინი საკვებ პროდუქტებს განსაკუთრებულ გემოს სძენენ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სანელებლები სამკურნალოდაც გამოიყენება. მაგალითად, მათ ამა თუ იმ სასქესო პრობლემის მოგვარება შეუძლიათ.

ზაფრანა

ზაფრანა ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელია. ის შეიცავს დიდი ოდენობით C ვიტამინს, რკინას, მაგნეზიუმს, კალციუმს, A და B ჯგუფის ვიტამინებსა და მთელ რიგ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.

ზაფრანას ერთჯერადი მიღებით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის გაუმჯობესება. ფატქია, რომ მისი ხანგრძლივი, სისტემური მიღებით, ზაფრანა მამაკაცის ლიბიდოსა და პოტენციაზე დადებით შედეგს გამოიღებს.

პოტენციაზე განსაკუთრებით ზაფრანაში არსებული ვიტამინ B  და ცინკი მოქმედებს. ძველად, ექიმები ზაფრანის, ჯოჭის, შავი ჩაისა და შავი პილპილის შერევით  ნაყენებს ამზადებდნენ. ისინი მამაკაცებს ეხმარებოდნენ „საწოლში“ პრობლემების მოგვარებაში.

კოჭა

საქართველოში ჯოჭა ყველას არ უყვარს, ბევრი მის დაგემოვნებას გაურბის. ისინი თვლიან, რომ მას უცნაური სუნი და გემო აქვს. თუმცა, ნედლი კოჭას გემოსგან განსხვავებით, „დამწნილებული“ კოჭა, სუშისთან ერთად, უფრო მისაღებია.

კოჭა შეიცავს დიდი ოდენობით ცინკს, ფოსფორსა და სხვადასხვა ვიტამინს. კოჭას სასწაულმოქმედი თვისებები, იმაში მდგომარეობს, რომ ცინკი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოების პოტენციის აღსადგენად.

კოჭას გამოყენება შეიძლება, როგორც ნედლ მდგომარეობაში, ისე დაფქულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ გემო ოდნავ უჩვეულოა,  მისი განეიტრალება სხვა ინგრედიენტებთან შერევით შეგიძლლიათ. იმუნიტეტის გააქტიურების და ლიბიდოს ფუნქციის გასაუმჯობესებლად კოჭა ლიმონთან და თაფლთან ერთად გამოიყენეთ.

დარიჩინი

დარიჩინი ჩვენი საყვარელი ინგრედიენტია. დიასახლისები მას სხვადასხვა ნამცხვრის ინგრედიენტად იყენებენ. ისინი დარიჩინს, აგრეთვე, ლიმონსა და ძმარში ამატებენ, ამგვარად, ქმნიან ნაყენს, რომელიც ეხმარებათ წონის დაკლებაში. მამაკაცებისთვის სასარგებლოა დარიჩინის ყავაში ან თაფლში დამატება და დღის განმავლობაში მისი მიღება, თუნდაც მცირე ოდენობით. სასარგებლო ნივთიერებების დახმარებით, ის ხელს უწყობს ლიბიდოს გააქტიურებას. დარიჩინი ასევე, სასარგებლოა სასქესო მილების ანთების დროს, რათა არ დაუქვეითდეთ პოტენცია.

კოწახური

მცირეწლოვან ასაკში ყველას გვიყვარდა და დღემდე გვიყვარს კოწახურის კანფეტები. კოწახური, როგორც მცენარე მინერალურ მარილებს, ალკალოიდებს, სხვადასხვა მჟავასა და ვიტამინს შეიცავს. ის არა მხოლოდ პოტენციას ეხმარება, არამედ  თირკმლებისთვის და ნაღველისთვისაც სასარგებლოა. ის ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, სისხლში არსებულ შაქარს არეგულირებს და ხელს უშლის სიმსიმვნის ზრდას. მამაკაცები პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის ნედლ კოწახურს ან გამხმარ მარცვლებს იყენებენ.

ნიორი

ამ ბუნებრივ ანტიბიოტიკს აქვს ოთხასამდე სასარგებლო კომპონენტი. თუ ყოველდღე შეჭამთ ნიორს, ორგანიზმს მავნე მიკროორგანიზმებისგან და ვირუსებისგან დაიცავთ. ნიორს აგრეთვე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, იცავს გულ-სისხლძარღვებს, წმენდს კუჭ-ნაწლავის სისტემას, და თითქმის არ აქვს უკუჩვენება.

იმ შემთხვევაში, თუ ნივრის სუნი ხელს გიშლით, შეგიძლიათ ბუნებრივი ნიორი „ნივრის ფხვნილით“  ჩაანაცვლოთ. მას უფრო ნორჩი გემო და სუნი აქვს, სასარგებლო თვისებებით კი ბუნებრივ ნიორს არ ჩამოუვარდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს სანელებლები სქესობრივი პრობლემების მოსაგვარებლად არ დაგჭირდებათ და ისინი მხოლოდ თქვენს სამზარეულოს დაამშვენებენ.

შეგახსენებთ, რომ მასალა თეორიული ხასიათისაა, შესაბამისად, სტატიაში აღნიშული პრობლემების შემთხვევაში, აუცილებელია, დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.

კომენტარები