ლობიანი- ბარბარობის განუყოფელი ნაწილი

    17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმ. ბარბარე მე-4 საუკუნეში ეწამა ქრისტიანობისათვის. მას განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის. 

წმინდა ბარბარე ბარბარობა დიდმოწამე

 

    ეს დღესასწაული კი წარმოუდგენელია საკულტო ლობიანის გარეშე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 17 დეკემბერი “ლობიანის  საერთაშორისო დღეა.” ალბათ თქვენც გაინტერესებთ რა კავშირშია ეს ტრადიცია ამ დღესასწაულთან?

     მე გეტყვით-კავშირი არ არსებობს!

    ქრისტიანული სარწმუნოებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკვების მომზადება და შეწირვა უცხოა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: მაშ როგორ იქცა ტრადიციად ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანის გამოცხობა?

ლობიანი ცომი ბარბარობა

    იმისთვის რომ სიმართლე გავარკვიოთ და ფარდა ავხადოთ ამ იდუმალ კავშირს, საჭიროა ჩვენი გონება წარსულისაკენ მივმართოთ. ამ ყველაფრის სათავე ქართულ მითოლოგიაში უნდა ვეძიოთ. აღმოჩნდა, რომ ქართულ წარმართულ პანთეონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს-ბარბალეს. წარმართულ ეპოქაში მათდამი პატივსაცემად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. მოგვიანებით წმ. ბარბარესა და ბარბალეს სახელთა და სქესთა დიდი მსგავსების გამო მორწმუნეების გარკვეულმა ნაწილმა ორი სუბიექტი ერთმანეთთან გააიგივა. მას შემდეგ რაც ქრისტიანობა გავრცელდა საქართველოში მან მრავალი ხალხური ჩვეულება შეითვისა. რადგან დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღე აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხში შემორჩენილი ეს ტრადიცია ქრისტიანულ ჭრილში გადავიდა და მზის დისკოს ფორმის ღვეზელი სამარხვოდ მზადდებოდა,უმეტესად ნიგვზით. ამგვარ ღვეზელს დღემდე ამზადებენ ქართლში.  გამომცხვარი ნიგვზიანი ღვეზელები გააქვთ გზაჯვარედინზე , ჭრიან და გამვლელებს ურიგებენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. გავიდა დრო და კაკალი, ამერიკიდან მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა,ლობიომ ჩაანაცვლა. ამ უნებლიე შეცდომის გამო,  ჩვენ ყოველ 17 დეკემბერს აღვნიშნავთ დღესასწაულს და მივირთმევთ უგემრიელეს ლობიანს. მადლობაც კი უნდა გადავუხადოთ წარმართ ბარბალეს რომ “ლობიანის საერთაშორისო დღე “გვაჩუქა. 

ლობიანი ლობიოს მარცვლები დაფა ცომი

    ბარბარობისთვის წინა ღამით იწყებენ სამზადისს,რათა დღესასწაულს  ლობიანით გაწყობილი სუფრით შეხვდნენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა : ფენოვანი, იმერული და აჭარული. თუმცა ბარბარობისთვის ოჯახებში იმერულ ცომზე დამზადებულ, მზის დისკოს ფორმის, ლობიანებს აცხობენ.

      სწორედ იმიტომ , რომ ჩვენ ყველამ ვიცით თუ რაოდენ რთულია დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ლობიანების დაცხობა. და რადგან შვენ ვზრუნავთ ჩვენს მკითხველზე, მენიუ.გე გთავაზობთ საუკეთესო შეთავაზებებს ბარბარობისთვის. ჩვენ  მზად ვართ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება და ცხელ-ცხელი ლობიანები მოგართვათ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საუკეთესო რესტორნებიდან თუ საცხობებიდან და დაგიმშვენოთ სუფრა.

       გილოცავთ ბარბარობას და გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს !!!

 

კომენტარები