ტოპ 8 შეკვეთა 8 მარტისთვის Menu.ge-სგან

საბედნიეროდ, Menu.ge დიდი ხნის განმავლობაში სიამოვნებით უწევს სპონსორობას, კოლეგიალურობასა და მეგობრობას ყველა დღესასწაულს. 8 მარტიც არ არის გამონაკლისი და უკვე მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით მამაკაცებს ამ დღეს საყვარელი ქალების გაოცებაში. ამასობაში გამოცდილებაც დაგვიგროვდა და ჩვენ გამოვყოფთ 8 საუკეთესო შეკვეთას – საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო საჩუქრებს. აი, რით უყვართ თავისი მეორე ნახევრების გახარება იმ მამაკაცებს, ვინც ჩვენი სერვისით სარგებლობს:

1. ხინკალი

ძირს დიეტები! ძირს შეზღუდვები! გაუმარჯოს გემრიელ კერძებს და განსაკუთრებით ხინკალს!
ქართული სამზარეულოს მშვენება იყო და მუდამ იქნება ხინკალი. ხინკლის ჭამა, როგორც დღესასწაულებზე, ისე სამუშაო დღეებშიც შეიძლება. მაგრამ, დაგვეთანხმებით, რომ სადღესასწაულო ხინკალი გაცილებით გემრიელია. რა შეედრება იმის ხილვას, თუ როგორ ოსტატურად მიირთმევს ხინკალს თქვენი გულისსწორი – ისე, წვეთსაც რომ არ დაღვრის! გარდა ამისა ხინკლის შეკვეთა ქალებს სამზარეულოში ფუსფუსისგან ათავისუფლებს.

2. ვარდი

თაიგულის ჩუქება კარგი გადაწყვეტილებაა, ხოლო ვარდების თაიგულის – საუკეთესო ვარიანტი! რაღა თქმა უნდა, ჩვენი „სია“ ვარდებით უნდა იწყებოდეს და სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ მამაკაცებს თავისი დედების, ცოლების, დების და მეგობარი ქალების გახარება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში როდი უყვართ. ისინი ძალიან ხშირად უკვეთავენ ვარდების თაიგულს Menu.ge-ს მეშვეობით და ჩვენ ხშირად გვიწევს თაიგულებზე სადღესასწაულო ბარათის მიმაგრება. ამ ბარათების შინაარსი სხვადასხვაგვარია: მამაკაცებმა შეიძლება კარგი დღე უსურვონ საყვარელ ქალბატონებს, გაუკეთონ მათ კომპლიმენტი, დაპატიჟონ ვახშამზე ან პაემანზე. მოკლედ, არჩევანი ძალიან დიდია!

3. ტიტა

როგორც ბოლო 3-4 წლის  შეკვეთების რაოდენობა გვიჩვენებს, ტიტები კვლავ მოდაშია. ყოველ შემთხვევაში, ყვავილების სალონებში ტიტების უდიდესი მრავალფეროვნება შეინიშნება – როგორიც გაგიხარდება: ფერადი, ნათელი, საინტერესო…

ტიტებს უპირატესობას ის მამაკაცები ანიჭებენ, რომლებიც „ვარდების თემიდან“ გადახვევას ცდილობენ. ტიტების თაიგულებზე შეკვეთების რაოდენობა სხვა ყვავილების თაიგულების რაოდენობას აღემატება, ამიტომ ჩვენ მათზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გადავწყვიტეთ. თუ კი  საჩუქარს ყვავილებს შორის აკეთებთ, გვენდეთ: ვარდების მერე ტიტები საუკეთესო არჩევანია. თქვენი მეორე ნახევარი კმაყოფილი დარჩება!

4. შაურმა

ამბობენ, რომ თუ გინდა, გოგო მის ბუნებრივ მდგომარეობაში იხილო, ის შაურმაზე უნდა დაპატიჟო. და, მართლაც ეს ჭეშმარიტი გზაა იმის დასადგენად,  ადამიანი, მზადაა თუ არა თქვენთან ერთად შაურმის დასაგემოვნებლად და დროის მხიარულად გასატარებლად.

რამდენიც უნდა ილაპარაკონ, საუკუნის საიდუმლოს გაგანდობთ: შაურმა ქალებსაც უყვართ. სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებით ხუმრობას თემაზე „შაურმის თაიგული“. მაგრამ, როგორც ყველა ხუმრობაში, აქაც ჭეშმარიტების სოლიდური მარცვალი დევს – ქალები უდიდესი სიამოვნებით მიიღებდნენ ასეთ საჩუქარს. მაშ, გაუმარჯოს შაურმას!

5. პიცა

ვარდები ვარდებად, მაგრამ ქალები მშივრები ხომ არ დარჩებიან?! რა გასაკვირია და მათაც უყვართ გემრიელი კერძების მირთმევა, ხოლო პიცა მათთვის კარგი, კლასიკური გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც ვარდები. ყვავილი სიამოვნებს თვალს, ხოლო პიცა – კუჭს.

6. სუში

სუშიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო სარვამარტო საჩუქარია. ჯერ ერთი, სუშის სერვირება მეტად ესთეტიურია, თანაც სუში ქართველებისთვის არატრადიციული საკვებია, მაგრამ ჩვენში ეს კერძი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. ასე რომ, ვუკვეთავთ სუშის, ვიმარაგებთ ხის ჩხირებს და ვასაბის და თქვენი საყვარელი ქალბატონი გაბრწყინდება საახალწლო ნაძვისხესავით.

7. მწვადი

8 მარტს ხშირად „მწვადაობენ“ კიდეც. ზოგიერთი მწვადს თავად ამზადებს, სხვები კი ჩვენ გვიკვეთავენ – რათა დრო არ დაკარგონ! და სწორადაც იქცევიან! ჩვენი პარტნიორების სიაში უამრავია ისეთი, რომელიც შესანიშნავ მწვადს შემოგთავაზებს. რა არის დღესასწაულია მწვადის გარეშე?! შესაბამისად, შევდივართ Menu.ge-ზე, ვუკვეთავთ მწვადს და მივირთმევთ! გარწმუნებთ, რომ თითებსაც ჩაატანთ.

8. კარტოფილი ფრი

არცერთი ხორცის კერძი არაა სრულფასოვანი კარტოფილი ფრის გარეშე. ამიტომაც ნებისმიერ სხვა კერძთან ერთად გვიკვეთავენ ფრისაც – როგორც დასვენების, ისე სამუშაო დღეებშიც. მთავარია გახსოვდეთ, რომ კარტოფილი ფრი განსაკუთრებით გემრიელია, სანამ ცხელია. ჩვენ ეს კარგად ვიცით და ამიტომ უსწრაფესად გაწვდით, რათა თქვენ მოასწროთ ხრაშუნა თბილი კარტოფილით გაბედნიერება. ასევე არ დაგავიწყდეთ საწებლების შეკვეთაც რათა თქვენმა ქალებმა კარტოფილი ფრით სრული სიამოვნება შეიგრძნონ!

კომენტარები