Menu.ge მუდმივი განვითარების გზაზე

  მესამე წელია რაც ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. სამი წლის მანძილზე menu.ge-ს მთელი გუნდი ორიენტირებული იყო მუდმივ განვითარებაზე, რამაც განაპირობა კომპანიის ლიდერობა საკურიერო მომსახურების სფეროში.

  კომპანია ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, რაც ბუნებრივია მოითხოვს რეფორმების გატარებასა და სიახლეების დანერგვას სხვადასხვა მიმართულებით.

   მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განვაახლეთ აპლიკაცია.თქვენ  აღარ მოგიწევთ ყოველ ჯერზე ბარათის მონაცემების შეყვანა მექანიკურად, ამიერიდან შეკვეთისას ბარათის მონაცემების ერთჯერადად შეყვანის შემგეგ აპლიკაცია იმახსოვრებს მას და შემდგომში უკვე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებთ შეკვეთის საფასურის გადახდას.

აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭრეთ IOS ან  ANDROID.

ჩვენთან შეკვეთა ახლა კიდევ უფრო მარტივია.

  მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დავნერგეთ კომპანიაში, უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულად ინფორმირებას. რაც გულისხმობს შეკვეთის სტატუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

  როგორც ზემოთ აღვნიშნე Menu.ge-ს გუნდი მუდმივად მუშობს მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად ჩვენ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფი და მოსახერხებელი გავხადოთ შეკვეთის პროცესი მომხმარებლისთვის.

  ამასთანავე გვაქვს სიახლეები დასაქმების სფეროშიც. კომპანიის განვითარებასთან ერთად იქმნება ახალი სამუშო ადგილები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი ვებ-გვერდი, დასაქმდიაქ.გე , სადაც განვათავსეთ ინფორმაცია ჩვენს კომპანიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებთან დაკავშირებით.

  ხოლო, რაც შეეხება სრულყოფილ ინფორმაციას ამ და კიდევ  სხვა სიახლეების შესახებ, რომელთა განხორციელებაც კომპანიაში იგეგმება უფრო ვრცლდ ჩვენი ბლოგი “იცხოვრეთ გემრიელად “ახლო მომავალში მოგაწვდით.

კომენტარები