მენიუ.გე-ს შიდა სამზარეულო

 

დასაქმდიაქ.გე არის Menu.ge-ს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი. ამ გვერდის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია კომპანიის სწრაფმა განვითარებამ. ამ ეტაპზე მენიუ.გე ყველაზე დიდი E-comerce სერვისია საქართველოში.
კომპანიის ზრდასთან ერთად იზრდება Menu.ge-s გუნდიც.
დღესდღეობით ჩვენს გუნდში 200-ზე მეტი თანამშრომელია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ  კომპანიის ზრდის ტემპს, ეს საკმარისი მაინც არ არის.
ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის ის,  თუ რას ფიქრობენ თანამშრომლები თავიანთ სამსახურზე და რას ნიშნავს მათთვის Menu.ge
მაშ ასე, გთავაზობთ  რამოდენიმე მათგანის აზრს:
        

   თემო ჩიხლაძე : მე მაქვს ყველაზე კარგი სამსახური! ხალხს ჩვენი მისვლა ყოველთვის უხარია და ეს გრძნობა განუმეორებელია. ვერაფერი ვერ შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ყოველდღიურად უამრავი, თუნდაც შენთვის უცხო, ადამიანი გჩუქნის ღიმილს 🙂                                                  

 

 

 

ოთო ოქროპირიძე : ბევრ სამსახურში მიმუშავია, მაგრამ Menu.ge არის ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და ვარ კმაყოფილი… ეს სამსახური დამეხმარა ბევრი პრობლემის მოგვარებაში და ყველას ვურჩევ,  რომ აირჩიოს Menu.ge

 

 

 

ლევან ჯიხვაშვილი : Menu.ge ჩემთვის არის ადგილი, სადაც მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. შესანიშნავია, როდესაც მზარდ კონპანიაში მომუშავე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის წევრი ხარ!

 

 

 

 

მარი მაღლაკელიძე : 4 თვეა უკვე რაც Menu.ge – ში ვმუშაობ. ეს ჩემი პირველი სამსახურია და ამავდროულად იდეალურიც, რადგან იდეალურად ერგება ჩემს პიროვნებას.

 

 

 

შოთა ღონღაძე : ამ კომპანიაში 1 წლისა და 3 თვის წინ მოვედი. კურიერის პოზიციაზე  7 თვიანი პრაქტიკის შემდეგ დამაწინაურეს, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვიყავი ტრენერი, ვამზადებდი ახალბედა კურიერებს . ამჟამად რეკრუიტერის პოზიციაზე ვარ და ზუსტად ეს მიყვარს ჩემს სამსახურში ყველაზე მეტად – აქ შრომა ყოველთვის ფასდება!

 

 

 

ნიკა გოჩაშვილი : დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე Menu.ge – ში მუშაობა კურიერის პოზიციაზე, მაგრამ პირადი მიზეზების გამო მალევე მომიწია გუნდის დატოვება. რამოდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი და გუნდიც სიხარულით შემეგება.და აი ესე, ოდესღაც კურიერი, ახლა უკვე ტრენერი ვარ და ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ.

 

 

 

მიშა სარქისიანი : ძალიან ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი, სხვა და სხვა სფეროებში მაქვს ნამუშევარი, მაგრამ ასეთი კარგი პირობები და ატმოსფერო არცერთ სამსახურში არ მინახავს. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით ამ სამსახურში. ყველას გირჩევთ Menu.ge – ში მუშაობის დაწყებას, არ ინანებთ.

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე : დასაქმდიაქ.გე 

კომპანიაში არსებული სხვა ვაკანსიები შეგიძლიათ იხილოთ აქ : www.menu.ge/vacancy

კომენტარები