როცა იმედით გელიან: ახალი წელი და menu.ge

რამდენიმე დღეც და ახალი წელი დადგება. დიასახლისებს თანდათან უმძაფრდებათ შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც ავიწყდებათ და სადღაც აგვიანებენ. ხო ასეა, ძვირფასო ქალბატონებო?! ეჭვგარეშეა, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობთ, რით უნდა მორთოთ საახალწლო სუფრა, რა კერძები მოამზადოთ, რა პროდუქტები რა რაოდენობით მოიმარაგოთ. ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ყველა ოჯახისთვის.

რამდენჯერ მომხდარა, რომ სუფრის გაწყობა სულ ბოლო მომენტში ესწრება, დიასახლისს თავის მოსაწესრიგებლად მინიმალური დრო რჩება და მას მთელი ოჯახი სუფრასთან ელოდება?! საცივიც მაგიდაზეა, გოჭიც და გოზინაყიც, მაგრამ ცოლი (დედა, ბებია) არა და არ ჩანს… ესეც ნაცნობი სურათია.

fried chicken

მაგრამ ამ ვითარებაში ყველაზე ნეგატიური ისაა, რომ როცა დიასახლისი მოწესრიგდება და სადღესასწაულო სუფრასთან ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდება, მას დაღლილობისგან აღარაფრის თავი აქვს. სამზარეულოში დაუსრულებელი ფუსფუსი იოლი სულაც არაა და შედეგიც სახეზეა. დაგვეთანხმებით, ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება ათას დეტალზე ერთდროულად ფიქრს ნიშნავს – ის არ დაიწვას, ეს არ ჩაიხარშოს, არ გადამლაშდეს, დროულად შეიკმაზოს, გადაიწუროს, ჩაცივდეს…

ამხელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა კი, ცოტა არ იყოს, უსამართლობაა. განა ცოლი (დედა, ბებია) დანარჩენებზე ნაკლებად იმსახურებს ისეთ „წვრილმანს“, როგორიცაა ამაღლებული საახალწლო განწყობა?! არადა, საბოლოოდ, როგორც წესი, ისე გამოდის, რომ ყველა ხალისობს, ყველა ბედნიერია, ამ უგემრიელესი სუფრის ავტორის გარდა…

მაგრამ არსებობს კი სხვა გზა? თურმე, არსებობს და თანაც როგორი მოსახერხებელი და კომფორტული!! კომპანია menu.ge სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისთვისაა შექმნილი.

ამიტომ, ძვირფასო ქუთაისელებო, რუსთაველებო, ბათუმელებო და თბილისელებო, თამამად ისარგებლეთ menu.ge-ს მომსახურებით და უფრო მეტად გაილამაზეთ ახალი წლის დადგომის ჯადოსნური წუთები. ნუ დაიტანჯავთ თავს გაზქურასთან, ხორცსაკეპ მანქანასთან, ბლენდერთან თუ მიქსერთან ჭიდილით. ამის ნაცვლად გააკეთეთ შეკვეთა menu.ge-ზე, რომელიც უსწრაფესად მოგართმევთ პროფესიონალების მიერ უმაღლეს დონეზე მომზადებულ ნებისმიერ კერძს ნებისმიერი რაოდენობით.

გავითვალისწინოთ, რომ menu.ge თანამშრომლობს 300-ზე მეტ საუკეთესო რესტორანთან და ალკოჰოლური სასმელებით მოვაჭრე მაღაზიასთან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ამ რესტორნებში მუშაობენ რჩეული მზარეულები და კონდიტრები. ენდეთ ამ ადამიანების პროფესიონალიზმს და უხმეთ საიმედო და სანდო menu.ge-ს. სანაცვლოდ დაზოგავთ დროს, ენერგიას და ხშირ შემთხვევაში – ფულსაც. და რაც მთავარია, მთელი ოჯახი შეხვდება ახალ წელს სადღესასწაულო განწყობით!

კომენტარები