სუში – როგორც ინტერნაციონალური კერძი

        რამდენჯერ დავფიქრებულვართ, კაფეში ან საჭმლის  მიტანის სერვისით შეკვეთისას თუ რატომ მოიხვეჭა სახელი ტრადიციულმა იაპონურმა კერძმა და რატომ გახდა ბურგერსა და კოკა-კოლაზე მეტად მოთხოვნადი მთელ მსოფლიოში.

        ჩვენი გემრიელი მონათხრობი ამის შესახებ ვფიქრობ დაგაინტერესებთ…. მოდით გავაგრძელოთ!

        დაახლოებით 13 საუკუნის წინ სამხრეთ აზიაში თევზს შემდეგნაირად ამარინადებდნენ – მას ამარილებდნენ, უმატებდნენ ბრინჯს, რომელსაც შემდეგ ყრიდნენ დუღილის შედეგად მიღებული არასასიამოვნო  გემოს გამო. თევზის დამუშავების ეს ტრადიცია იაპონიაში ჩინეთიდან და ტაილანდიდან შევიდა. იაპონელები დღემდე ამ მეთოდით ამზადებენ “ნარეძუსის”. თავად ჩინეთში თევზის უმ მდგოარეობაში შენარჩუნების ეს ტექნიკა დაიკარგა. თუმცა მან თავისი კვალი დატოვა სუშის გამომსახველი იეროგლიფის სახით.

        ჩვენთვის ნაცნობი ბრინჯის სუში კი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა და მას ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებითა  და ალოეთი ამზადებდნენ. მოგვიანებით შეიმუშავეს  თევზის დამარინადების ახალი მეთოდი, რომელიც გამორიცხავდა დუღილის პროცესს. გამოჩნდა ბრინჯის ძმარი, რომელსაც ურევდნენ ბრინჯში. ამ მეთოდმა შეამოკლა სუშის დამზადების პროცესის ხანგრძლივობა.

brinji

        მე-19 საუკუნეში ტოკიოელმა მზარეულმა ეხეი ხანაიმ გადადგა საკმაოდ თამამი ნაბიჯი, შეწყვიტა თევზის დამარინადება და დაიწყო მისი უმი სახით გამოყენება – ამის ხარჯზე კი მან კიდევ უფრო შეამცირა სუშის მომზადების დრო. განახლებული გემო მალევე გახდა მოთხოვნადი. ამ სწრაფი მეთოდის შემუშავების შედეგად  იაპონიაში გაჩნდა უამრავი ახალი ბარი თუ რესტორანი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა სუშის. მაღაზიების დახლებზე კი გამოჩნდა ბრინჯი, რომელიც სპეციალური მეთოდით იყო დამზადებული, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა სახლში მოემზადებინათ სუში. საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, იმ დროიდან მოყოლებული სუშის დამზადების მეთოდი ფაქტობრივად არ შეცვლილა. მხოლოდ გაჩნდა ახალი რეცეპტები და ინგრედიენტები. აი რა ძალა აქვს ტრადიციას!

        თუმცა სუშის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძის ჩამოყალიბების ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი მოვლენები მე-20 ს-ის 80- იან წლებში ხდება, როცა მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა სუშის დასამზადებელი აპარატი. მას “სუში-რობოტი” უწოდეს. სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი სუშის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაში. სულ უფროდაუფრო ხშირად იხსნებოდა რესტორნები და ბარები, რომლებიც სთავაზობდნენ მომხმარებელს სხვადასხვა სახის სუშის, რომელთა დასახელებებიც საკმაოდ რთულად წარმოსათქმელი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა მის ამგვარ ცნობადობაში დადებითი როლი შეასრულა ამ დასახელებებმაც. დღესდღეობით სუშის მოყვარულები ზედმიწევნით კარგად იცნობენ სუშის სხვადასხვა სახეობას.

        მოდით ჩვენც ვცადოთ მათ ნაირსახეობებში გარკვევა. შენ კი სუშის მოყვარულო მკითხველო, რომელიც ასე კარგად იცნობ მის ყველა სახეობას გადაამოწმე შენი ცოდნა.

        არსებობს სუშის 5 ძირითადი სახეობა:

ნიგირი (Nigiri) – ეს არის სხვადასხვა სახის უმი თევზი, რომელიც  მოთავსებულია ბრინჯის ბურთულაზე. ნიგირის დასამზადებლად დამარინადებულ თევზსაც იყენებენ.უმად მომზადებული ნიგირი მეტად მოთხოვნადია იმ საზოგადოებაში სადაც განსაკუთრებით აფასებენ თევზის ბუნებრივ გემოს.

ნიგირი

საშიმი (Sashimi) – თევზი ან მოლუსკი, რომელსაც მიირთმევენ ბრინჯის გარეშე. ეს სახეობაც ისევე როგორც ზემოთ ხსენებული ძირითადად იმ ადამიანებში სარგებლობს პოპულარობით ვინც თევზის ჭეშმარიტ გემოს აფასებს.

საშიმი

მაკი (Maki) – შედგება ბრინჯისა და მრავალფეროვანი გულსართისაგან,  რომელიც გახვეულია გადამუშავებული წყალმცენარეების ფირფიტებში – ”ნორიში”. ყოფით ცხოვრებაში ჩვენ მას როლებს ვუწოდებთ, თუმცა ბევრს ჰგონია , რომ მათი ნამდვილი სახელწოდებაც როლია.

მაკი როლი

ურამაკი (Uramaki) – რულეტი თევზის ან მოლუსკების გულსართით, გახვეული ნორიში, რომელზეც ზემოდან ათავსებენ ბრინჯის ფენას. ხშირად ბრინჯს ზემოდან ადებენ ორაგულის ან გველთევზას ფილეს, ავოკადოს ან მფრინავი თევზის ნაირფერ ხიზილალას.

ურამაკი

ტეკამაკი (Temaki) – ეს არის კონუსის ფორმის სუში, რომელიც გადახვეულია ნორიში. გულსართად კი ბრინჯი აქვს სხვადასხვა სახის ბოსტნეულთან თუ ზღვის პროდუქტებთან ერთად.

ტერამაკი

        ნებისმიერი ზემოთ ხსენებული სუშის შეკვეთისას რესტორანში მოგართმევენ “ვასაბის”- მწვანე პასტას,  იაპონურ კოჭასა და სოიოს სოუსს. იაპონელები კოჭას გემოს რეცეპტორების გასასუფთავებლად იყენებენ რათა უკეთ შეიგრძნონ სხვადასხვა სახის სუშის გემო. ვასაბის კი სოიოს სოუსში ურევენ და მიღებულ ნაზავში ასველებენ საყვარელ სუშის.

ვასაბი სოიოს სოუსი იაპონური კოჭა

        სუშიზე და ზოგადად აზიურ სამზარეულოზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ჩხირები, რომლითაც ისინი მიირთმევენ საკვებს. იაპონიაში ჩხირები ისევე როგორც დამწერლობა და კიდევ ბევრი სხვა კულტურული ერთეული ჩინეთის გავლენით დამკვიდრდა. იაპონელები მას “ხასის” ეძახიან. თავდაპირველად მათ ბამბუკის ხისგან ამზადებდნენ, შემდგომში რა თქმა უნდა დაიხვეწა და დღეისთვის სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა და მასალის ჩხირები არსებობს.

ხასი ჩხირები

        ბოლოსკენ გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს ჩხირებით სუშის მირთმევა არც ისე მოუხერებელია, ხასი დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენი საყვარელი საშიმის, ნიგირისა თუ ურაკამის დაჭერაში, არამედ ვასაბისა და სოიოს ერთმენეთთან შეზავებაში, სუშის ერთმანეთისგან განცალკევებასა და მის დაჭრაშიც კი.

        ახლა, როცა ასე გემრიელად ვისაუბრეთ სუშის შესახებ, ნებამომეცით შემოგთავაზოთ მათი დაგემოვნება. Menu.ge-ზე უამრავი კაფე თუ რესტორანი გვთავაზობს სუშის მრავალფეროვან არჩევანს. იჩქარეთ! შეუკვეთეთ მობილური აპლიკაციის, ვებ-გვერდის ან ზარის (0322544444) მეშვეობით და ისიამოვნეთ სუშის თქვენთვის საყვარელი სახეობით.

კომენტარები