ყვავილი ანუ სამოთხე დედამიწაზე

     მანამ სანამ სპეციალურად თქვენთვის დამზადებულ თაიგულს მოგართმევენ,მანამ სანამ  ეს ყვავილები სრულყოფილ მთლიანობას შექმნიან, ისინი იბადებიან.“ნამდვილი სასწაული კი მაშინ ხდება როცა ბუჩქი ერთბაშად ზრდას წყვეტს და ყვავილის გამოსაღებად ემზადება… საკუთარ სიმწვანეს რომ ვერ ელევა და  მშვენიერებასთან ზიარებასაც რომ არ ჩქარობს. დინჯად ირჩევს ფერს, ნელა იმოსება და თითოეულ ფურცელს ელოლიავება” ბოლოს კი მთელი თავისი მშვენიერებით ამაყად წარსდგება სამყაროს წინაშე.                               მშვენიერების,მხიარულების ყვავილისეული იდეა, ცდუნების მისეული საშუალებები, მისი ესთეტიკური გემოვნება ძალზე ახლოა ჩვენეულთან და ალბათ ასე ამიტომ გვხიბლავს და ამიტომ გვახვევს თავბრუს. თაიგული თეთრი და წითელი ვარდებით

  ალბათ  ყველას გვიფიქრია სამოთხეზე და ხშირადაც მოგვიხმია წარმოსახვისთვის იქ მოსახვედრად.თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია სამოთხე , სადაც ყვავილების საამო სურნელით  გაჟღენთილი (გაჯერებული) ჰაერი არ დამახვევს თავბრუს, სადაც ჩემს სიახლოვეში არ იქნებიან ვარდები, ლილიები ზამბახები…რომლებიც ასე თვალნათლივ წარმოაჩენენ მშვენიერებას როგორც ესთეთიკურ კატეგორიას.

  ყვავილებს სხვადასხვა ხალხთა კულტურაში სხვადასხვაგვარი დანიშნულება აქვს.იაპონიაში მათ რელიგიურ რიტუალებში იყენებენ. არსებობს ყვავილთა მორთვის ხელოვნება რომელსაც “იკებანას” უწოდებენ. მისი მიხედვით ყვავილი ყველაზე ლამაზი მაშინ არის, როდესაც მას ადამიანის ხელი შეეხება, რადგან ყვავილი არსებობის აზრს სწორედ ამ დროს იძენს.

   თუმცა ყვავილთა მშვენიერებას ყველაზე უკეთ ხელოვანები შეიგრძნობენ. იხიბლებოდნენ რა მათი სინატიფითა და სინაზით პოეტები ხშირად უძღვნიდნენ ლექსებს მწერლები კი პროზაულად გადმოგვცემდნენ “ყვავილთა სიბრძნეს” როგორც ეს მეტერლინკმა მოახერხა ამავე სახელწოდების ნაწარმოებში.  ყველაზე თვალსაჩინოდ მათ სილამაზეს მხატვრები წარმოაჩენდნენ. ყველა დროსა და ეპოქაში  ყვავილი ხელოვანთა შთაგონების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ გვევლინება. ვან გოგი, იან ბრუიგელ უფროსი თუ კლოდ მონე რომელმაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი 30 წელი მიუძღვნა 250- მდე ტილოსაგან შემდგარ სერიას სახელწოდებით “წყლის ლილიები”. 

  ყველაზე საინტერესო კი ედუარდ მანეს ტილოებია. იგი მძიმედ იყო ავად, ამიტომ მოსანახულებლად ხშირად მიდიოდნენ მეგობები და მიჰქონდათ ყვავილები, რომლებიც შემდგომში მანეს ბრწყინვალე  შემოქმედების  ინსპირაციის წყაროდ იქცა. რა იცით იქნებ თქვენი გაგზავნილი თაიგულიც იქცეს თქვენი მეგობრის, მეორე ნახევრის თუ უბრალოდ ახლობლის ინცპირაციად და მომავალში კიდევ უფრო დიდი შედევრები ვიხილოთ.ვან გოგის, ედუარდ მანეს და კლოდ მონეს ტილოები

    ერთი რამ კი ცხადია ცოცხალი ყვავავილები არასოდეს მოძველდება. ეს ყურადღების გამოხატვის უნივერსალური ხერხია. მრავალფეროვანი თაიგული და ერთი ვარდიც კი ხანდახან უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები.

   ყვავილები ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ემოციებზე, უმაღლებენ განწყობას, ამშვიდებენ, შორეული წარსულიდან მოიხმობენ მოგონებებს, შეუძლიათ უბიძგონ ადამიანს გადაწყვეტილების მიღებისას. ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი ნაირფერი კვირტები ახარებს თვალს, ნაზი ფურცლები აღაგზნებს გრძნობით ორგანოებს, ხოლო ყვავილში არსებული ეთერზეთები თავიანთ შემდეგაც კი დიდხანს ტოვებენ თავბრუდამხვევ სურნელს.   

  “ყვავილებს არ უნდა ენდო, მხოლოდ უნდა უყურო და ყნოსო. ჩემი ყვავილი პლანეტას სურნელით ავსებდა, მეც ეს უნდა მეკმარა და ამ ნაზი სურნელით დავმტკბარიყავი” ჩვენც მივბაძოთ პატარა პრინცს და დავტკბეთ მათი ცქერითა და ყნოსვით.

დღესდრეობით უამრავი ადამიანია შემოქმედებით დაკავებული, ამიტომ რთული არ იქნება საყვარელი ფლორისტი გოგონას მოძებნა. თუ კი რაიმე განსაკუთრებული თაიგული გსურთ თქვენ აუცილებლად შეძლებთ ორიგინალური თაიგულის შექმნას. ექსპერიმენტები ერთი შეხედვით შეუხამებელი ყვავილებით, საუცხოო, გემოვნებიანი შეფუთვა  და აი თქვენი შთამბეჭდავი თაიგულიც მზად არის. თაიგული გამორჩეული შეფუთვით

მაგრამ თუ კი უფრო საოცარი და განსაკუთრებული საჩუქარი გსურთ ღირს დაფიქრება გემრიელ თაიგულზე, სადაც ცოცხალი ყვავილები და სეზონური ხილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ხილის თაიგული fruit bouquet

  რა მშვენივრად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებთ საყვარელი ადამიანების გაბედნიერებას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. თუმცა ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს, მიმართეთ Menu.ge-ს სადაც ქალაქის საუკეთესო საყვავილეები მზად არიან  თქნენს დასახმარებლად. შეარჩიეთ ონლაინ დახვეწილი, ლამაზი თაიგული და შუკვეთეთ მობილური აპლიკაციით, ვებ-გვერდით ან ზარის მეშვეობით ნომერზე 0322544444.

კომენტარები