ვინ ხვდება ახალ წელს ცქრიალა ღვინის გარეშე?!

ახალი წელი გვიახლოვდება და სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობთ, თუ როგორ შევხვდებით ამ დღესასწაულს: როგორ შევიმოსებით, რა ვარცხნილობა გვექნება, სად შევხვდებით, როგორი სუფრა გვექნება სახლში… მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი წლის დადგომის მომენტი ვერ ჩაივლის შამპანურის გარეშე. დროა, უფრო კორექტულები გავხდეთ და საბჭოთა დროიდან დამკვიდრებული „შამპანური“ „ცქრიალა ღვინით“ ჩავანაცვლოთ, როგორც ეს „კონიაკის“ შემთხვევაში მოვახერხეთ და ამ სასმელს „ბრენდის“ ვუწოდებთ.

menu.ge ამჯერადაც თქვენს სამსახურშია: შეუკვეთეთ ქართული და უცხოური ცქრიალა ღვინოები და საკუთრივ ფრანგული შამპანური ჩვენი საიტის პარტნიორ 20-მდე ობიექტზე და ჩვენი კურიერები უსაფრთხოდ მოიტანენ ამ არისტოკრატულ სასმელს ნებისმიერ მისამართზე. ენდეთ და არ ინანებთ.

სიტყვამ მოიტანა და 14-16 დეკემბერს საფრანგეთის პატარა ქალაქ ეპერნეში შამპანურის  დღეები გაიმართა. ეს სამი დღე შამპანურის დედაქალაქში დაეთმო ტრადიციად ქცეულ დღესასწაულს  „Habits de Lumière“ – „შუქის მრავალსახეობა“. ეს იყო უფასო ზეიმის დღეები, რომელიც ეძღვნებოდა შამპანურთან თანაცხოვრების ხელოვნებასა და სახელგანთქმული ადგილობრივი სასმელების ბუშტუკებს, რომლებიც სამყაროს საოცნებოდ განაწყობენ. ესაა კარგი პრელუდია წლის დამაგვირგვინებელი დღესასწაულებისთვის.

ეპერნეში მხოლოდ 25 000 მაცხოვრებელია, მაგრამ ეს მაინც დედაქალაქია. ესაა ფრანგული კულტურის ერთერთი მარგალიტი, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

უკვე საუკუნეებია, ცქრიალა ღვინოების უმსხვილესი მწარმოებელი სახლები, როგორებიცაა  Moët & Chandon, Perrier-Jouët, Mercier ან De Castellane მდებარეობს ქალაქის ავენიუ დე შამპანზე – მის ერთერთ უმთავრეს მაგისტრალზე, რომლის გასწვრივაც აღმართულია ულამაზესი სახლები და რესტორნები. მიწის ქვეშ თავბრუდამხვევი მარაგებია: პრესტიჟულ მარნებში თითქმის 200 მილიონი ბოთლი ძილსაა მიცემული, ხოლო ქსელის ჯამური სიგრძე 110 კილომეტრს შეადგენს. მძინარე ბოთლთაგან ზოგიერთი ძალიან ძველი, იშვიათი და ძვირფასია, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ესოდენ პატარა ქალაქს ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე სტუმარი ჰყავს.

ეს ბიზნესი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში და ეპერნეს საერთაშორისო ცნობადობა შესძინა. ქალაქმა სახელი იმდენად გაითქვა, რომ 1994 წელს ავენიუ დე შამპანი „გემოვნების გამორჩეულ ადგილად“ სცნეს. ესაა ნიშანი, რომელსაც ეს გამზირი საფრანგეთის ნაციონალურ მემკვიდრეობად აქცევს.

ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ menu.ge გთავაზობთ ცქრიალა ღვინოების საუკეთესო ქართულ და უცხოურ ვერსიებს. თქვენგან მხოლოდ შეკვეთაა აუცილებელი – ჩვენი საიტის, მობილური აპლიკაციისა თუ კომპანიაში სატელეფონო ზარის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ ახალი წელი არც ისე შორსაა!

აბა, გემრიელად!

კომენტარები