საშობაო მარხვა: რისი მირთმევა შეიძლება ამ დღეებში

28 ნოემბერს დაიწყო საშობაო მარხვა და ვიდრე ჩვენი სპეციფიკისთვის ჩვეულ კულინარიაზე გადავიდოდეთ მოკლედ განვმარტავთ თუ როგორ დაწესდა და ზოგადად, რას ნიშნავს საშობაო მარხვა.


საშობაო მარხვის დაწესება ადრეულ ქრისტიანულ ეპოქას განეკუთვნება. ის უკვე IV საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში. თავდაპირველად საშობაო მარხვა 7 დღეს გრძელდებოდა, მაგრამ 1166 წელს, მსოფლიო პატრიარქ ლუკა ქრისოვერგისა და ბიზანტიის იმპერატორ მანუილის გადაწყვეტილებით მისი ხანგრძლივობა 40 დღემდე გაიზარდა. მას შემდეგ საშობაო მარხვა იწყება 28 ნოემბერს და გრძელდება 6 იანვრის ჩათვლით. ამასთან, 28 ნოებრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით კვირაში ხუთი დღე დასაშვებია თევზის მიღება, ხოლო ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა მკაცრდება. ამდენად საშობაო მარხვა აღდგომისაზე უფრო მსუბუქად მიიჩნევა.
მაშ, რის მირთმევა შეუძლიათ მორწმუნეებს მიმდინარე მარხვისას? არჩევანი მართლაც რომ განუსაზღვრელია იმდენად განვითარდა ჩვენს დროს კულინარია, უფრო მარტივია იმაზე მსჯელობა, თუ რის დაგემოვნება შეიძლება ხსნილის დღეებში, რადგან საქართველოში მოქმედ რესტორნებში თევზეულის უდიდესი ასორტიმენტია.

შესაძლოა ახლა ვცოდავ და სხვებსაც ცოდვისკენ ვუბიძგებ, მაგრამ ჩვენს რესტორნებში თევზეულის მრავალფეროვნების არ აღწერა უფრო დიდ ცოდვად მიმაჩნია. menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებში ისე გემრიელად ამზადებენ, რომ გემოს ამ დღესასწაულის აღწერაც კი შეუძლებელია. მაგალითად, რა შეედრება ზუთხის მწვადს აუცილებელი ნაშარაფით, ბაჟეში ჩადებულ ზუთხს, გრილზე შემწვარ ზუთხის სტეიკს, ლოქოს მწვადს, ლოქოს ქინძმარში, ორაგულს სხვადასხვა გარნირებით და სხვადასხვა სალათებში, იგივე ორაგულს შემწვარს შამფურზე, ან ქინძმარში თუ ბაჟეში ჩადებულს. ნურც კალმახს დავივიწყებთ, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი რაციონის ფაქტობრივად განუყრელ ნაწილად იქცა – მოხარშული სხვადასხვა სოუსებითა და გარნირებით, ასევე ტაფაზე, კეცზე თუ შამფურზე აცმული ნაკვერჩხალზე შემწვარი ტრადიციული ნაშარაფით.


მოყვარულები ყავს ფოთის კერძოდ კი პალიასტომის კეფალს, დამარილებულ ქაშაყს, შებოლილ სკუმბრიას. ამ დიდ მრავალფეროვნებაში არჩევანის გაკეთება მართლაც რთულია, თუმცა menu.ge-ს უსწრაფესი კურიერი ნებისმიერ კერძს უმოკლეს დროში ნებისმიერ ადგილზე მოგართმევენ.
თუმცა რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ ხსნილის დღეებშია დასაშვები, ისიც მხოლოდ 25 დეკემბრამდე. მარხვის დანარჩენ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ყოველგვარი მხალეული, სამარხვო სალათები, სამარხვო პიცა, სამარხვო ხაჭაპური მათშორის აჭარულიც კი, სამარხვო კოტლეტი და შაურმა… მოკლედ თანამედროვე მზარეულებს ფანტაზია არ დაეწუნებათ და მარხვისასაც შეიძლება საყვარელი კერძების დაგემოვნება. menu.ge კი, როგორც ყოველთვის, 24 საათი თქვენს სამსახურშია. თქვენ მხოლოდ ინატრეთ, დანარჩენზე კი ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი იზრუნებს.
აბა, გემრიელად!

კომენტარები