ჩიხირთმა, გასპაჩო, ბორშჩი და ფო: 5 აპრილი მათი დღეა.

ჩვენი დღევენდელი ბლოგ-პოსტის გმირი წვნიანი იქნება. სუპი, იგივე წვნიანი – კვების ყოველდღიური რაციონის პირველი კერძი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 5 აპრილს სამყარო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ამ კერძის დღეს აღნიშნავს.

წვნიანის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც საკუთრივ კულინარიისა. სიტყვა „სუპი“ წარმოიშვა ფრანგული „soupe“-ისგან, ხოლო ეს უკანასკნელი – ლათინური „suppa“-სგან, რაც ნიშნავს „ნახარშში ჩამბალ პურს“. თუმცა თანამედროვე გაგებით წვნიანი კერძები ჩამოყალიბდა ხუთი საუკუნის წინათ – მყარი ჭურჭლის გამოჩენასთან ერთად. ოღონდ აღვნიშნავთ, რომ ცივ ქვეყნებში, ან თბილი ქვეყნების ცივ რეგიონებში ეს კერძი გაცილებით ადრე შეიქმნა. მაგალითად, ძველ ჩინეთში სუპებს ხარშავდნენ ქრისტეშობამდე 100 წლით ადრე.

სუპი – ესაა ინგრედიენტების კომპლექტი, რომელიც საერთო გემოსა და კომპოზიციას ქმნის. და მართალია ხარშვის მეთოდი, ტრადიციები და რეცეპტურა ყალიბდებოდა მრავალი საუკუნის წინ, მაგრამ ევროპასა და საქართველოში ფეხი XVIII საუკუნეში მოიკიდა. მოგვიანებით სუპები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ნებისმიერ ნაციონალურ სამზარეულოში წვნიანი კერძები არსებობს. სუპებს ამზადებენ როგორც ზაფხულში, ისე ზამთარშიც. წვნიანი კერძები ადამიანს ეხმარება დანაყრებაში, ძალების აღდგენასა და ტონუსის ამაღლებაში. ხოლო ექიმები სუპების სარგებლიანობაში სულაც დარწმუნებულები არიან, უწერენ რა ავადმყოფებს რეცეპტებში მსუბუქ ხორცის ნახარშებს ან ბოსტნეულის წვნიანებს. მედიკოსთა მტკიცებით სუპი დადებითად მოქმედებს ადამიანის საკვების მომნელებელ სისტემაზე, ასტიმულირებენ კუჭის წვენისა და ფერმენტების გამოყოფას, ახდენენ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკასაც კი. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარშები არცთუ სასარგებლოა ადამიანებისთვის ვისაც კუჭის მჟავიანობა მომატებული აქვთ, თირკმელებში კენჭის დაგროვებისკენ არიან მიდრეკილები და ვისაც პოდაგრა აწუხებთ.

წვნიანის ძირითად სახეობებს კი შემდეგ კატეგორიებად ყოფენ:

  1. მირთმევის ტემპერატურის მიხედვით – ცივი და ცხელი სუპები;
  2. კალორიულობის მიხედვით – მსუბუქი და ნოყიერი;
  3. გამოყენებული ინგრედიენტების მიხედვით – ვეგეტარიანული (სამარხვო) და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან დამზადებული;
  4. მომზადების ტექნოლოგიის მიხედვით – მოხარშული და უმი სუპები; კრემ-სუპები; შესქელებული სუპები;
  5. გემოს მიხედვით – მარილიანი, ნეიტრალური და ტკბილი.

რთული განსაჭვრეტია, თუ რომელი სუპია ყველაზე სასარგებლო და პოპულარული. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე და ინდივიდუუმის გემოვნებაზე. სუპების შემადგენლობაში გვხვდება ყოველგვარი ინგრედიენტი: ცხოველის ან ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, სოკო, თევზი, მარცვლეული, პარკოსნები, რძის პროდუქტები, ცომეული, მწვანილი, ხილი, კენკრა და სანელებლები. შემადგენლობიდან და ინდივიდუალური სურვილებიდან გამომდინარე წვნიანებს მიირთმევენ დილითაც, შუადღესაც და საღამოსაც.

რაც შეეხება ეროვნულ კულინარიებს, ქართულში გამორჩეულია ხაში, ჩიხირთმა, მაწვნის სუპი, თათარიახნი, ბოზბაში და ხარჩოს წვნიანი; რუსულში – უხა(თევზის წვნიანი), ოკროშკა და შჩი(მჭაუნას წვნიანი); უკრაინულში – სახელგანთქმული ბორშჩი; ესპანეთში – გასპაჩო; საფრანგეთში – ხახვის წვნიანი; დანიაში – ბარდის წვნიანი შებოლილი ხორცით. აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულთათვის ნაცნობია იაპონური სუპი მისო, ჩინური ჰოგო და ვიეტნამური ფო. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და ამიტომ ნუღა დააყოვნებთ. შედით Menu.ge-ს საიტზე, მობილურ აპლიკაციაში, ან უბრალოდ დარეკეთ კომპანიის ნომერზე და შეუკვეთეთ სუპებისა და წვნიანების უდიდესი მრავალფეროვნებიდან თქვენთვის სასურველი.

აბა, გემრიელად!

კომენტარები