5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევუკვეთოთ საახალწლო სუფრა

ყველა ცდილობს ახალ წელს რაც შეიძლება კომფორტულად შეხვდეს და საუკეთესოდაც მოილხინოს, მაგრამ დიასახლისებს ამ დღესასწაულის მოახლოება დიდ თავსატეხს უჩენს. საქართველოში საახალწლო სუფრას, მოგეხსენებათ, ლამის საკულტო მნიშვნელობა აქვს. ამ საზეიმო სუფრის გაშლას, მორთვას და სტუმართა განუსაზღვრელი რაოდენობის გამასპინძლებას ხომ უამრავი განსაკუთრებული საახალწლო კერძის მომზადება სჭირდება?! ყველა ქალს როდი ეხერხება, საცივის ან ისპანახის მხალის მომზადება. და, აი, მივადექით კიდეც ჩვენი დღევანდელი ბლოგ-პოსტის თემას. ამ წერილში ჩამოგითვლით 5 მთავარ და ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა შეუკვეთო საახალწლო სუფრა კომპანია Menu.ge-ს:
1. სუფრის გასაშლელად და კერძების მოსამზადებლად უამრავი პროდუქტის მომარაგებაა საჭირო: ინდაური, გოჭი, ქათამი, ღორის ან ხბოს სამწვადე, ორაგული, კალმახი, ზუთხი, სოკო, კვერცხი, ფაქტობრივად ყოველგვარი ბოსტნეული, ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ნიგოზი და თაფლი, სანელებლები, ღვინო, შამპანური, ლიმონათი, წვენები და მინერალური წყალი – ამ ყველაფერს მოტანა ხომ უნდა?! რა ენერგია უნდა დაიხარჯოს ამ ყველაფრის შინ მოზიდვაზე… ესეც პირველი მიზეზი, თუ რატომ უნდა ანდოთ ეს საქმე კომპანია Menu.ge-ს, რომელიც ყველაფერს, რაც კი ჩამოვთვალეთ უკვე მზა მდგომარეობაში მოგართმევთ ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ მისამართზე.


2. შესაძლოა, ზოგიერთი დიასახლისი მშვენივრად ამზადებს საცივს და ამ ოჯახში სტუმრები სწორედ მისი საცივის დასაგემოვნებლად მიდიან ხოლმე, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი დრო მიაქვს კლასიკური საცივის მომზადებას: უნდა შეიძინო ინდაური ან ქათამი, თუ გაყინულია უნდა გაალღვო, საგულდაგულოდ გაასუფთავო, დადგა მოსახარშად. ამასობაში გაატარო ნიგოზი, შეკმაზო ზაფრანით და გამოხადო ზეთი, ნიგოზის მასას დაუმატო სუნელები, ნიორი. მოხარშული ინდაური ამოიღო ქვაბიდან და ნიგვზიანი მასა ნელ-ნელა გააზავო გაგრილებული ბულიონით. მიღებული მასა დაადგა ნელ ცეცხლზე და მიიყვანო ადუღებამდე, დაუმატო ძმარი, დაჭრა მოხარშული ინდაური (ქათამი) და ჩააწყო მომზადებულ მასაში. მიღებამდე კერძი უნდა ჩაცივდეს და გამოხდილი ზეთიც ზედ მოისხას.
ახლა წარმოიდგინეთ მარტო ამ საცივის მომზადებას რამხელა დრო სჭირდება. სხვა რაღა უნდა მოასწროს დიასახლისმა? არც სხვა კერძების მომზადებაა იოლი და გარკვეული დრო ყველაფერს მიაქვს, ამიტომ ენდეთ Menu.ge-ს პარტნიორ რესტორნებს, რომლებიც მაღალპროფესიულ დონეზე მოამზადებენ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ კერძს. ესეც მეორე მიზეზი….
3. საახალწლო კერძების, ტკბილეულის, სასმელებისა და აქსესუარების მრავალფეროვნებას, რომელსაც Menu.ge გთავზობთ, საქართველოში მიტანის ვერცერთი სერვისი ვერ შემოგთავაზებთ, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი კომპანია პარტნიორულ ურთიერთობაში მხოლოდ უმაღლესი დონის რესტორნებთან შედის. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ უგემრიელესი სალათი „ცეზარი“, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოლივიე, საცივი, ბაჟე, უგემრიელესი მხალეული, საუკეთესო ჩურჩხელები, არაჩვეულებრივი შამპანური და მაღალხარისხიანი ღვინო, ასევე ნებისმიერი სხვა საახალწლო კერძი თუ სასმელი. დანარჩენი Menu.ge-ს უსწრაფესი კურიერების საქმეა. ესეც მესამე მიზეზი.
4. ფასი? ფასიც ხელსაყრელია. თქვენ არ მიდიხართ, რესტორანში, სადაც მომსახურებაში მინიმუმ 10% გადაიხდით, თქვენ არ იხდით მგზავრობის საფასურს ბაზარში ან მეგამარკეტში წასვლისას. ეს ყველაფერი თქვენთან მოაქვთ Menu.ge-ს კურიერებს მხოლოდ სამი ლარის სანაცვლოდ. იგრძნობა სხვაობა?!

5. …და მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეუკვეთო საახალწლო სუფრა კომპანია Menu.ge-ს: თუ ქალბატონებს (და მათი ოჯახის წევრ მამაკაცებს) სურთ, რომ ახალ წელს სრულიად დასვენებულები, საზეიმოდ გამოწყობილები და საუკეთესო განწყობაზე შეხვდნენ, მაშინ აქ Menu.ge შეუცვლელია. ხშირად ხდება, რომ სუფრის გაწყობა სულ ბოლო მომენტში ესწრება, დიასახლისს თავის მოსაწესრიგებლად მინიმალური დრო რჩება და მას მთელი ოჯახი სუფრასთან ელოდება! საცივიც მაგიდაზეა, გოჭიც და გოზინაყიც, მაგრამ ცოლი (დედა, ბებია) არა და არ ჩანს… ხომ ნაცნობი სურათია?
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ როცა დიასახლისი მოწესრიგდება და სადღესასწაულო სუფრასთან ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდება, მას დაღლილობისგან აღარაფრის თავი აქვს. სამზარეულოში დაუსრულებელი ფუსფუსი იოლი სულაც არაა. განა ცოლი (დედა, ბებია) დანარჩენებზე ნაკლებად იმსახურებს ისეთ „წვრილმანს“, როგორიცაა ამაღლებული საახალწლო განწყობა?! არადა, საბოლოოდ, როგორც წესი, ისე გამოდის, რომ ყველა ხალისობს, ყველა ბედნიერია ამ უგემრიელესი სუფრის ავტორის გარდა…
ამიტომ, პატივი ვცეთ ჩვენს ქალებს და შევუკვეთოთ საახალწლო სუფრა კომპანია Menu.ge-ს – სატელეფონო ზარის, მობილური აპლიკაციის ან ვებ-გვერდის მეშვეობით.
აბა, გემრიელად!

კომენტარები