პროექტის შესახებ

 მეტი ვიდრე საჭმელი, სიხარულის მიწოდება ყოველდღე

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბლოგზე “იცხოვრეთ გემრიელად”. ჩვენ თქვენთან ერთად შევაბიჯებთ კულინარიის ამ საოცარ სამყაროში, და გაგიწევთ მეგზურობას. გაგაცნობთ ამ მადისაღმძვრელი სამყაროს სიახლეებს და მოგითხრობთ იმ რესტორნებზე, რომლებიც გვთავაზობენ მრავალფეროვან  არჩევანს. საკვებს რომელიც აღტაცებაში მოიყვანს ნებისმიერი გემოვნების ადამიანს. შექმნა კერძი, რომელიც არა მხოლოდ დაანაყრებს, არამედ ასიამოვნებს კიდეც ადამიანს ეს ხომ ნამდვილი ხელოვნებაა, ამ გასტრონომიული საოცრების შემქმნელები კი ნამდვილი ხელოვანები არიან.

     ცოტა რამ ჩვენს შესახებ, Menu.ge -ეს არის სწრაფი მიტანის სერვისი საქართველოს საუკეთესო რესტორნებიდან, ბარებიდან, კაფეტერიებიდან თუ საკონდიტროებიდან.

       მადისაღმძვრელი სტეიკი, სუში, ტრადიციული ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, ბურგერი, პიცა თუ ჩაროზი და უბრალო ჩინური ლაფშაც კი…

suhi burgeri sachmeli

 აჭარული

         არჩევანი თქვენთვის მოგვინდია. დღე-ღამის  ნებისმიერ დროს სიხარულით მოგართმევთ თქვენთვის სასურველ შეკვეთას თბილისში, ბათუმში ქუთაისსა და რუსთავში.

         რაც არ უნდა მოისურვოთ: ხბოს მადისაღმძვრელი შემწვარი ნაჭერი ნივრით, როზმარინითა და წიწაკით შეკმაზული?

steak

თუ ორაგული ნაღების, სოკოსა და არომატული თეთრი ღვინის სოუსით? ან იქნებ ჩაროზად ნამცხვარი გესიამოვნოთ შოკოლადის ბისკვიტით, ჰაეროვანი კრემითა და ხილით?

საჭმელი – ეს არის ვნება! საჭმელი – ეს არის სიყვარული! საჭმელი – ეს არის ცხოვრება!

        მაგრამ ცხოვრებას ბედნიერებასთან ერთად სირთულეებიც მოაქვს. მეგობრის დაბადების დღე, რომანტიკული საღამო თუ პატარძლის თაიგული ჩვენ ამ სირთულეებთან არ დაგტოვებთ მარტო და დაგეხმარებით მათ გადაჭრაში. მოგართმევთ საოცარ ყვავილებს და გაგილამაზებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ყოველ დღეს.

        ჩვენ ვზრუნავთ როგორც თქვენზე, ასევე თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველებზე. შეგვიკვეთეთ თქვენი ცხოველისთვის ნებისმიერი სახის საკვები და გაახარეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები.
გამოგვიგზავნეთ შეკითხვები, შემოგვთავაზეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ერთად განვიხილოთ ისინი. მოუთმენლად ველით თქვენს კომენტარებს.